აკლდამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''აკლდამა''' (ძვ. ებრ. aqeldam — სისხლის ველი) — სამარხი ნაგებობა. ზოგ...
 
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
'''აკლდამა''' (ძვ. ებრ. aqeldam — სისხლის ველი) — სამარხი ნაგებობა. ზოგჯერ ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით იგივე, რაც ძვ. ქართული [[სამარხავი]]. სიტყვა „აკლდამა“ ქართულში შემოსული უნდა იყოს IV-V საუკუნეებში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებასთან ერთად. შეიძლებოდა აკლდამის გახსნა და შიგ შესვლა. მას ჰქონდა ეზო, ზოგჯერ კიბიანი შესასვლელი, ერთი ან რამდენიმე სენაკი, მიცვალებულის დასასვენებელი [[საცხედრე]] და [[საძვალე]]. აგებდნენ მშრალი წყობით ან ქვითკირით, ქვათლილებით მოსავდნენ ან [[კამარა|კამარით]] ხურავდნენ. ზოგჯერ შიგნიდან შელესილი და მოხატული ან წარწერებით შემკული იყო. აკლდამაში მარხავდნენ ერთი საგვარეულოს წარმომადგენლებს. აკლდამის ტიპის ნაგებობებია[[:მავზოლეუმი]], ძვ. ეგვიპტური სამარხები — [[მასტაბა]], [[პირამიდა]]. ძვ. ბერძნული [[საკოფაგი]]. კათოლიკური ტაძრის საკურთხევლის ქვეშ მოწყობილი კრიპტი. გათხრილი და შესწავლილია მეფეთა და წარჩინებულთა ბევრი უძველესი აკლდამა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[საძვალე]]
==ლიტერატურა==
 
[[de:Gruft]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკლდამა“-დან