თავფეხიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(r2.7.1) (ბოტის დამატება: sl:Glavonožci)
No edit summary
| commons =Category:Cephalopoda
}}
'''თავფეხიანები''' (Cephalopoda), [[უხერხემლოები|უხერხემლოთა]] კლასი [[მოლუსკები]]ს ტიპისა. კარგად აქვთ განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა, [[თავის ტვინი]], გრძნობის ორგანოები (განსაკუთრებით თვალები). თავზე, პირის ირგვლივ 8 ან 10 კუნთოვანი [[საცეცი]] („ხელები“) აქვთ მისაწოვრებით, ზოგჯერ — რქოვანი კაუჭებით. მოძრაობენ რაკეტის პრინციპით. მანტიის რღუში წყალი კუნთების შეკუმშვით გადაიდენება კუნთოვან ძაბრში, წარმოიქმნება ბიძგი და ცხოველი უკუსვლით მოძრაობს. თანამედროვე თავფეხიანებიდან გარეგანი ნიჟარა აქვს მხოლოდ [[ნაუტილუსი|ნაუტილუსს]]. დანარჩენების სხეული შიშველია, ზოგს ნიჟარის ნარჩენები კიროვანი ფირფიტების სახით კანქვეშ აქვს შემორჩენილი. თავფეხიანების ზომა 1 სმ-იდან 18 მ-მდე აღწევს.
 
თავფეხიანები ცალსქესიანი ცხოველებია. კვერცხიდან უკვე ფორმირებული პატარა ცხოველი გამოდის. ცხოვრობენ უმთავრესად თბილი ზღვების სანაპიროებთან, აგრეთვე დიდ სიღრმეზე, მტაცებლებია, იკვებებიან უმთავრესად თევზებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, თვითონ კი ზღვის ძუძუმწოვრებისა (განსაკუთრებით კაშალოტის) და ფრინველების საკვებს წარმოადგენენ. მრავალი თავფეხიანები ([[კალმარები]], [[სიპინი]], [[რვაფეხა]]) რეწვის ობიექტია.
158 161

რედაქტირება