დუშეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65:
 
[[მთიულეთის არაგვი]] დაბა ფასანაურთან მარცხნიდან [[გუდამაყრის არაგვი|გუდამაყრის არაგვს]] იერთებს, რომელიც თავის მხრივ, მწვერვალ ჭიუხის კალთებიდან იწყება. გუდამაყრის არაგვი იქმნება მდინარეების
ბაკურხევისა და ბურსაჭირის შეერთებით, ზ.დ.[[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1250 მ-ზე. სათავიდან სოფელ ბურსაჭირამდე იგი სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ კი ზოგადად ისევ სამხრეთ-დასავლეთისაკენ, სადაც ამ მიმართულებას შესართავამდე ინარჩუნებს. გასდევს გუდამაყრისა და მთიულეთის ქედებს. გუდამაყრის არაგვის სიგრძეა 29 კმ.
 
მდინარე [[ფშავის არაგვი]] (სიგრძე 56 კმ) მთა [[დიდი ბორბალო]]ს სამხრეთ კალთიდან ჩამოედინება. [[ხევსურეთის არაგვი]]ს შესართავამდე, მდინარეს აქვს დასავლური მიმართულება, შემდეგ კი სამხრეთისაკენ მოიხრება და ამ მიმართულებას ბოლომდე ექვემდებარება. მთავარი შენაკადებია: თვალიურა, ბოტანისწყალი, ახადისწყალი, შარახევი შენაკად წერათოულით, [[ჩარგლულა]], ცაცადო (მარცხ.); მათურხევი,