პოლონური ვიკიპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ვებსაიტი | საიტის_სახელი = პოლონური ვიკიპედია | ლო...
(განსხვავება არ არის)

11:04, 23 იანვარი 2012-ის ვერსია

პოლონური ვიკიპედია (პოლ. polska Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება პოლონურ ენაზე. გაეშვა 2001 წლის 26 სექტემბერს. 2012 წლის იანვრისთვის, შეიცავდა 872 000 სტატიას და წარმოადგენს მეექვსე უდიდეს ვიკიპედიას ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის, ჰოლანდიურის და იტალიურის შემდეგ. სტატიათა რაოდენობით იგი უდიდესია სლავურენოვან ვიკიპედიებს შორის, ასევე უდიდესია იმ ენებს შორის, რომელიც ოფიციალური მხოლოდ ერთ ქვეყანაშია.

პოლონური ვიკიპედია
საიტი pl.wikipedia.org
სლოგანი თავისუფალი ენციკლოპედია
საიტის ტიპი ენციკლოპედია
ხელმისაწვდომი ენა პოლონური
მფლობელი ფონდი ვიკიმედია

პოლონური ვიკიპედია წარმოიშვა როგორც დამოუკიდებელი პროექტი დომენით [wiki.rozeta.com.pl, მაგრამ შემდეგ, ინგლისური ვიკიპედიის დამფუძნებლების შეთავაზების საფუძველზე, 2002 წლის 12 იანვარს იგი გაერთიანდა საერტაშორისო პროექტში როგორც [http://pl.wikipedia.com, ერთი წლის შემდეგ კი, 22 ნეომბერს როგორც [http://pl.wikipedia.org. ამჟამად, პოლონურ ვიკიპედიას გააჩნია საკუთარი დომენიც, wikipedia.pl, რომელიც გადამისამართებულია pl.wikipedia.org-ზე.

სხვა სლავურ განყოფილებებთან შედარებით, პოლონურ ვიკიპედიას სიღრმის დაბალი მაჩვენებელი აქვს (ამჟამად 14). 2011 წლის ნოემბრისთვის, პოლონურ ვიკიპედიას ოც უდიდეს ვიკიპედიას შორის სიღრმის ყველაზე დაბალი პარამეტრები ჰქონდა, ასევე მეექვსე ყველაზე დაბალი 100 000-ზე მეტი სტატიის მქონე ვიკიპედიებს შორის (ოდნავ მეტი ბასკურ ვიკიპედიაზე). სიღრმის პარამეტრი ცდილობს გაზომოს იმ თემათა სიღრმე, რომლებიც ვიკიპედიაშია გაშუქებული. სიღრმის უმაღლესი მაჩვენებელი ვიკიპედიის ამა თუ იმ განყოფილებას ენიჭება ერთ სტატიაზე ბევრ რედაქტირებათათვის და ასევე მეტ რედაქტირებათათვის სტატიათა სახელთა სივრცის გარეთ, ისეთ გვერდებში, როგორებიცაა განხილვის ან მომხმარებელთა გვერდები.

პოლონური ვიკიპედია DVD-ზე

2005 წლის აგვისტოში, პოლონური ვიკიპედია პირველად გამოქვეყნდა DVD-ზე, რომელიც ჩადებული იყო ჟურნალ Enter SPECIAL-ში. ბაზარზე გამოსვლის წინ, გამომცემელს არც კი უცდია ფონდ ვიკიმედიასთან კონტაქტი და შესაბამისად, გამოცემა არალეგალურია, რადგან იგი არღვევს GNU FDL ლიცენზიებს. ასევე, ეს გამოცემა უადგილოდ იყენებდა პროგრამულ უზრუნველყოფას Microsoft Windows 98.

DVD ერთობლივად მოამზადეს ვიკიმედია პოლონეთმა (Wikimedia Polska — ფონდ ვიკიმედიის პოლონური ფილიალი) და პოლონურმა გამომცემლობა ჰელიონმა. იგი შეიცავს 2006 წლის 4 ივნისამდე დაწერილ სტატიებს. გამოცემა დასრულდა 2006 წლის 24 ნოემბერს და ბაზარზე 2007 წლის ივლისში შევიდა, სადაც ის 39 ზლოტი ღირს.