კომკავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:RIAN archive 850805 20th Komsomol Congress.jpg|მინი|მარცხნივ|]]
სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის ორგანიზაციული წყობის პრინციპის წარმოადგენდა [[დემოკრატიული ცენტრალიზმი]]. კომკავშირის პირველადი ორგანიზაციები იქმნებოდა საწარმოებში, კოლმეურნეობებში, საბჭოთა მეურნეობებში, სასწავლებლებში, დაწესებულებებში, საბჭოთა არმიისა და ფლოტის ნაწილებში. უმაღლესი ორგანო იყო საკავშირო ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში კავშირის მთელ საქმიანობას ხელმძღვანელობდა საკ. ალკკ-ის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც ირჩევდა ბიუროსა და სამდივნოს. საკ. ალკკ თავის მუშაობას აგებდა კოლექტიური ხელმძღვანელობის ლენინური პრინციპების განუხრელი დაცვის, შინაკომკავშირული დემოკრატიის ყოველმხრივი განვითარების, მისი ყველა წევრის ინიციატივისა და თვითმოქმედების ამაღლების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის ფართოდ გაშლის საფუძველზე.
 
19 საუკუნის დასასრულისა და 20 საუკუნის დასაწყისში მუშათა მოძრაობის გავლენით რუსეთში გააქტიურდა სტუდენტთა მოძრაობა. ახალგაზრდა მუშათა, აგრეთვე გლეხთა კლაოსბრივი თვითშეგნების გამოღვიძებაში, სტუდენტთა რევოლუციურ განწყობილების განვითარებაშიუპირველესი დამსახურება მიუძღვის ბოლშევიკურ პარტიას.
1917 წლის თებერვლის რევოლუციური გამარჯვების შემდეგ პეტროგრადში, მოსკოვსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში შეიქმნა მუშათა ახალგაზრდობის წრეები, კომიტეტები, ხოლო შემდეგ - კავშირები. ახალგაზრდა პროლეტარები ირაზმებოდნენ ბოლშევიკური ლოზუნგებით.
ახალგაზრდობის მოძრაობის განვიტარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რსდმპ (ბ) 6 ყრილობამ (1917 წლის ივლისი-აგვისტო) რეზოლუციაში "ახალგაზრდობის კავშირების შესახებ" ყრილობამ საჭიროდ მიიჩნია პარტიასთან მჭიდროდ დაკავშრებული დამოუკიდებელი ორგანიზაციების შექმნა.
ალკკს ჰქონდა მრავალი ახალგაზრდული, პიონერული, საბავშვო გაზეთი და ჟურნალი სხვადასხვა ენაზე.
საკ. ალკკ ცკ-ის ორგანიზაციებია გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" და გაზეთი პიონერსკაია პრავდა. ცენტრალური ჟურნალები იყო კომსკომოლსკაია ჟიზნი", მოლოდოი კომმუნისტი", სმენა, მურზილკა და სხვ.
 
==რესურსები ინტერნეტში==