კომკავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 17 იანვარი, 2012}}
'''სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი''' (ან უბრალოდ შემოკლებით ''საკ. ალკკ;'' '''''კომკავშირი'''''; {{lang-ru|Комсомол}}) — საბჭოთა ახალგაზრდობის მასობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია. არის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აქტიური თანაშემწე და რეზერვი; დახმარებას უწევს პარტიას ახალგაზრდობის კომუნიზმის სულისკვეთებით აღზრდაში. რუსეთის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი (რაკკ) შეიქმნა 1918 წლის 29 ოქტომბერს მუშა და გლეხი ახალგაზრდობის კავშირებისა სრულიად რუსეთის 1 ყრილობაზე. 1924 წლის ივლისში რაკკს- ვლადიმერ ლენინის სახელი მიეკუტვნა - რუსეტის ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი (რალკკ). საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნასთან დაკვშირებით (1925 წელი) 1926 წლის მარტს კომკავშირს ეწოდა საკავშირო ახალგაზრდობის ლენიური კომუნისტური კავშირი. სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი წესდების მიხედვით, კომკავშირში მიიღებიან 14-იდან 28 წლამდე ასაკის მოწინავე ახალგაზრდები.
 
კომკავშირი წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის საეიმედო რეზერვს. მისი მთავარი ამოცანაა დაეხმაროს პარტიას პარტიას აღზარდოს ქალიშვილები და ჭაბუკები მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებზე, რევოლუციური ბრძოლის გმირულ ტრადიციებზე, მუშების, კოლმეურნეების ინტელიგენციის თავდადებულ შრომის მაგალითებზე, ჩაუნერგოს და განუმტკიცოს მოზარდ თაობას კლასაობრივი მიდგომა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მოვლენისადმი, შრომისმოყვარე ახალგაზრდა მშენებლები.