მოტოციკლისტის დღიურები (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მოტოციკლისტის დღიურები''' ({{lang-es|''Diarios de motocicleta''}}) — 2004 წელს გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი მოგზაურობის შესახებ, რომელიც მემუარულ ნაწარმოებში აღწერა 23 წლის ერნესტო გევარამ, რომელიც შემდეგ საერთაშორისოდ გახდა ცნობილი, როგორც [[მარქსიზმი|მარქსისტი]] რევოლუციონერი [[ჩე გევარა]]. ფილმი აღწერს [[1952]] წლის ექსპედიციას [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] გასწვრივ, ძირითადად მოტოციკლით, თავის მეგობარ [[ალბერტო გრანადო]]სთან ერთად. თავგადასავალი ძირითადად ტრიალებს ახალგაზრდული ჰედონიზმის გარშემო, გევარა თავის თავში აღმოაჩენს, რომ ის გარდაქმნა გაღარიბებული ადგილობრივი გლეხების ცხოვრების ხილვამ. თავიანთ კონტინენტური მარშრუტისას, გევარა და გრანადო მოწმე ხდებიან არნახული სიღარიბისა, რომელიც მათ სხვაგან არსად არასდროს ენახათ. მათდა გასაკვირად, მოგზაურობამ გააცნო [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] იდენტობის ნამდვილი და მომაჯადოებელი სურათი. შედეგად, ამ მოგზაურობამ გევარაში წარმოშვა დისონანსული შემეცნების თავდაპირველი მარცვალი და რადიკალიზმი, რომელმაც მომავალში მას დაანახვა, რომ კონტინენტისათვის ჩვეული ეკონომიკური უთანასწორობის შეცვლის ერთადერთი გზა შეიარაღებული რევოლუციაა.
 
სცენარი ეყრდნობა გევარას ნაწარმოებს - ''[[მოტოციკლისტის დღიურები (წიგნი)|მოტოციკლისტის დღიურები]]''. დამატებითი კონტექსტები ასევე აღებულია ალბერტო გრანადოს ნაწარმოებიდან - ''მოგზაურობა ჩე გევარასთან ერთად: რევოლუციონერად გარდასახვა''. გევარას როლს თამაშობს [[მექსიკელები|მექსიკელი]] მსახიობი [[გაელ გარსია ბერნალი]], გრანადოს კი [[არგენტინელები|არგენტინელი]] [[როდრიგო დე ლა სერნა]], რომელიც შემთხვევით გევარას მეორე ბიძაშვილი აღმოჩნდა დედის მხრიდან. რეჟისორია [[ბრაზილიელები|ბრაზილიელი]] ვალტერ სალესი. ფილმი საერთაშორისო ნამუშევარია და მის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს საპროდიუსერო კომპანიებმა [[არგენტინა|არგენტინიდან]], [[აშშ]]-იდან, [[გერმანია|გერმანიიდან]], [[გაერთიანებული სამეფო]]დან, [[ჩილე]]დან, [[პერუ]]დან და [[საფრანგეთი]]დან. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან რობერტ რედფორდი, პოლ ვებსტერი და რებეკა იელდჰამი. პროდიუსერები - ედგარ ტენენბაუმი, მაიკლ ნოზიკი და კარენ ტენკოფი.
ხაზი 12:
* [http://www.allrovi.com/movies/movie/v291108 მოტოციკლისტის დღიურები allrovi.com-ზე]
 
 
{{ჩე გევარა}}
[[კატეგორია:ჩე გევარა]]
[[კატეგორია:2004 წლის ფილმები]]