უზეირ ჰაჯიბეკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Hajibeyov.jpg|140px|left|ჰაჯიბეკოვი, უზეირ]]
'''ჰაჯიბეკოვი, უზეირ''' აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი''' (* [[5 სექტემბერი]], [[17 სექტემბერი]], [[1885]], სოფ. [[აღჯაბადი]], შუშის მახლობლად ― † [[23 ნოემბერი]], [[1948]], [[ბაქო]]), [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელი]] კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი ([[1938]]), [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანის]] მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1945]]); სკკპ წევრი [[1938]]-იდან. აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.

==ბიოგრაფია==
სწავლობდა [[მოსკოვი|მოსკოვის]] ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] [[კონსერვატორია|კონსერვატორიაში]] ([[1914]]). ჰაჯიბეკოვის პირველმა [[ოპერა|ოპერამ]] "ლეილი და მაჯნუნი" ([[1908]]) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: "ასლი და ქერემი" ([[1912]]), "შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ" ([[1912]], ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა "ქოროღლუ" ([[1937]], სსრკ სახელმწიფო პრემია, [[1941]]); ოპერეტები: "ცოლი და ქმარი" ([[1900]]), "ეს თუ არა, ის" ([[1910]]), "არშინ მალ ალან" ([[1913]], ამავე სახელმწიფო ფილმისათვის სსრკ სახელმწიფო პრემია, [[1946]]). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, [[1938]]-[[1948]] იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა [[1949]]-იდან) [[პროფესორი]] და დირექტორი. [[1931]] ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, [[1936]] - სახელმწიფო [[გუნდი]]. [[1945]]-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა "სამშობლო და ფრონტი", რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: "სენსიზი" ("უშენოდ") და "სევგილი ჯანანი" ("სატრფო"). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა ([[1945]]), [[სსრკ]] I და II მოწვევების უმ8აღლესიუმაღლესი საბჭოს [[დეპუტატი]]. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], [[შრომის წითელი დროშის ორდენითაორდენი]]თა და მედლებით.
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანელები]]
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1885]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1948]]