ანსგარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
როდესაც 826 წელს იუტლანდიის მეფე [[ჰარალდ კლაკი]] და მისი სახლეული ინგელჰაიმში ქრისტიანულად მოინათლნენ, იმპერატორმა [[ლუი I ღვთისმოშიში|ლუდოვიკ ღვთისმოშიშმა]] ანსგარს კარზე დარჩენა უბრძანა.
ის და მისი მეგობარი ანტბერტი შეუძღვნენ ჰარალდს იუტლანდიაში და ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება დაიწყეს, მაგრამ 827 წელს იძულებულნი გახდნენ, ხელი აეღოთ ამ საქმიანობაზე და დროულად გასცლოდნენ ამ ტერიტორიას, რადგან ჰარალდ კლაკი იუტლანდიიდან [[ჰორიკ I]]-მა განდევნა.
[[ფაილი:Ansgars kors.jpg|thumb|left|წმინდა ანსგარის ჯვარი ბირკში; [[შვედეთი]]]]
ანსგარმა 829 წლიდან მცირე დროით შვედეთში დაჰყო, მაგრამ უკვე 831 წლისთვის [[ჰამბურგი]]ს პირველ ეპისკოპოსად დაინიშნა, რომლის ტერიტორიაც იმხანად გერმანიის ჩრდილოეთს სრულიად მოიცავდა. როდესაც 845 წელს დანიელმა მეკობრე [[ვიკინგები|ვიკინგებმა]] ჰამბურგზე თავდასხმა მოაწყვეს და ქალაქი ააოხრეს, ანსგარმა გაქცევით უშველა თავს. 847 წელს [[ბრემენი]]ს ეპისკოპოსად დაინიშნა, საიდანაც [[დანია]]სა და შვედეთში წარმატებით ავრცელებდა ქრისტიანობას.
ანსგარმა 850 წელს ჰედებიოში ეკლესია ააშენა, 20 წლით ადრე კი სკოლა დააარსა. 861 წელს შვედეთში მისიონერად წავიდა, ერთი წლის თავზე კი მეფე იუიტლანდიის მეფე [[ჰორიკ II]] დაარწმუნა, გაქრისტიანებულიყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანსგარი“-დან