ვულკანური კონუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Bárcena tuff cone.jpg|thumb|300px|ვულკანური კონუსი]]
'''ვულკანური კონუსი''' ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Volcanic cone) — წაკვეთილი კონუსის ფორმის ვულკანური ნაგებობა, რომელიც წარმოქმნილია [[ვულკანი]]ს ამოფრქვევის პროდუქტების დაგროვების შედეგად. ვულკანური კონუსის წვერზე ხშირად [[ვულკანური კრატერი|კრატერია]], ფერდობებზე განლაგებულია პარაზიტული კონუსები და ღია ნაპრალები, საიდანაც [[ლავა]] ინთხევა. ნაპრალებში ლავის გაცივების შედეგად წარმოიქმნება [[დაიკი]], რომლებიც აძლიერებენ ნაგებობას.
 
ჩვეულებრივ ვულკანური კონუსის მწვერვალზე განლაგებულია კრატერი. ნატეხი მასალები ([[შლაკი]], [[ვულკანური ფერფლი|ფერფლი]] და სხვ.), რომლებიც გროვდებიან ნაპრალების გასწვრივ, წარმოქმნიან კონუსს, რომლის ფერდობების სიმტკიცე სწორედ ამ ნატეხების ზომით არის განსაზღვრული. თხელი მასალა ქმნის ფერდობებს, რომელთა დახრილობა 40° და მეტია. მეტად დამახასიათებელი ფორმები გააჩნიათ შლაკურ ვულკანებს, რომლებიც წარმოადგენენ წაკვეთილ კონუსს, მწვერვალზე არსებული [[ვულკანური კრატერი|კრატერებითა]] და ფერდობთა დახრილობით 30-იდან 35°-მდე. ამდაგვარი ვულკანური კონუსების ზრდის ტემპი მნიშვნელოვანია.
ვულკანური კონუსის მაღალი ზრდის ტემპი ახასიათებდა ვულკან [[პარიკუტინი|პარიკუტინს]], რომელიც 1952 წლამდე მოქმედებდა. მსოფლიოს მსხვილი ვულკანების კონუსის უმეტესობა რთული აგებულებისაა და შედგება ფერფლისა და შლაკური ფენებისაგან. მსხვილი ვულკანური კონუსების ფერდობებს ხშირად [[ბარანკოსი|ბარანკოსების]] კვალი ემჩნევა.
 
[[საქართველო]]ში ვულკანური კონუსები გარგად ჩანს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანსა]] და [[ყელის ზეგანი|ყელის მაღალმთიან ზეგანზე]]. გამოსარჩევია [[თავკვეთილი]]ს, [[შავნაბადა (სამსარი)|შავნაბადას]], [[ქოროღლოქოროღლი]]ს, [[ნარვანხოხი]]სა და სხვ. ვულკანური კონუსები.
ზოგიერთი ვულკანური კონუსი წესიერად არის შენახული, ზოგი დარღვეულია.