206 703
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ (r2.5.1) (ბოტის დამატება: de, en, es, he) |
No edit summary |
||
[[ფაილი:Bárcena tuff cone.jpg|thumb|300px|ვულკანური კონუსი]]
'''ვულკანური კონუსი''' ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Volcanic cone) — წაკვეთილი კონუსის ფორმის ვულკანური ნაგებობა, რომელიც წარმოქმნილია [[ვულკანი]]ს ამოფრქვევის პროდუქტების დაგროვების შედეგად. ვულკანური კონუსის წვერზე ხშირად [[ვულკანური კრატერი|კრატერია]]
ჩვეულებრივ ვულკანური კონუსის მწვერვალზე განლაგებულია კრატერი. ნატეხი მასალები ([[შლაკი]], [[ვულკანური ფერფლი|ფერფლი]] და სხვ.), რომლებიც გროვდებიან ნაპრალების გასწვრივ, წარმოქმნიან კონუსს, რომლის ფერდობების სიმტკიცე სწორედ ამ ნატეხების ზომით არის განსაზღვრული. თხელი მასალა ქმნის ფერდობებს, რომელთა დახრილობა 40° და მეტია. მეტად დამახასიათებელი ფორმები გააჩნიათ შლაკურ ვულკანებს, რომლებიც წარმოადგენენ წაკვეთილ კონუსს, მწვერვალზე არსებული [[ვულკანური კრატერი|კრატერებითა]] და ფერდობთა დახრილობით 30-იდან 35°-მდე. ამდაგვარი ვულკანური კონუსების ზრდის ტემპი მნიშვნელოვანია.
ვულკანური კონუსის მაღალი ზრდის ტემპი ახასიათებდა ვულკან [[პარიკუტინი|პარიკუტინს]], რომელიც 1952 წლამდე მოქმედებდა. მსოფლიოს მსხვილი ვულკანების კონუსის უმეტესობა რთული აგებულებისაა და შედგება ფერფლისა და შლაკური ფენებისაგან. მსხვილი ვულკანური კონუსების ფერდობებს ხშირად [[ბარანკოსი|ბარანკოსების]] კვალი ემჩნევა.
[[საქართველო]]ში ვულკანური კონუსები გარგად ჩანს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანსა]] და [[ყელის ზეგანი|ყელის მაღალმთიან ზეგანზე]]. გამოსარჩევია [[თავკვეთილი]]ს, [[შავნაბადა]]ს, [[ქოროღლო]]ს, [[ნარვანხოხი]]სა და სხვ. ვულკანური კონუსები.
|
რედაქტირება