ვაყა: განსხვავება გადახედვებს შორის

80 ბაიტი დაემატა ,  9 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''ვაყა''' - [[სოფელი]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]] ([[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომი]]ს [[თემი]]), [[შიდა ქართლის ვაკე]]ზე, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს ([[სურამულა]]ს მარცხენა [[შენაკადი]]) ნაპირას. ზღვის დონიდან 670 [[მეტრი]], [[ხაშური]]დან 16 [[კილომეტრი]]. სოფელში [[2006]] წლის [[1 იანვარი|1 იანვრის]] მონაცემებით ცხოვრობს 516 [[კომლი]], სულ 1088 [[ადამიანი]]. სოფლის განაპირას მდებარეობს [[ვაყის დედაღვთისა|ვაყის დედაღვთისას კომპლექსი]], ნასოფლარ სომანეთზე დგას [[სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია]]. სოფელშია ასევე [[ვაყის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესია]], და [[ვაყის წმინდა გიორგის ეკლესია|წმინდა გიორგის ეკლესია]].
 
პირველი სასწავლო დაწესებულება სოფელში [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულისათვის დაარსდა. სკოლაში სწავლება 4 წლიანი იყო, [[საქართველოს სსრ|კომუნისტური]] მმართველობის დამყარების შემდეგ სოფლის ბატონისათვის სასახლე ჩამოურთმევიათ და შიგ 7 წლიანი სკოლა გაუხსნიათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საშუალო სკოლად გადააკეთეს. სკოლა ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ახალი შენობის აშენებამდე ([[1986|1986 წელი]]).