ომარ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ., +ru.
No edit summary
ხაზი 1:
'''ომარ-ხანი''', ''ავარიელი'' (გ. [[1801]]) დაღესტნელი ფეოდალი, [[ხუნძახი]]ს მფლობელი და [[ავარიის სახანო]]ს გამგებელი. [[ნურსალ-ბეგი]]ს ვაჟი.
 
ომარ-ხანი ხშირად ესხმოდა თავს [[ამიერკავკასია]]ს, მას ჩრდილო კავკასიის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად და ოსმალებთან შეთანხმებით, [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს დაპყრობა, გაძარცვა და განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული. ომარ–ხანი ოსმალეთის აგენტად ითვლებოდა.
 
[[1785]] წლის სექტემბერში, ომარ-ხანმა 20000 მეომრისაგან შემდგარი „რჩეულთა ჯარით“ [[ალაზანი]] გადმოლახა და [[ბორჩალო]]სკენ დაიძრა. [[ერეკლე II|ერეკლემ]] [[სიღნაღი|სიღნაღში]] შეკრიბა ჯარი და უკან მიჰყვა ომარ-ხანს. ომარ-ხანი ერეკლესთან პირისპირ შებრძოლებას ვერ ბედავდა. მოულოდნელად ომარ-ხანი [[ახტალა|ახტალისკენ]] დაიძრა, ახტალა აიღო და დაარბია. გაანადგურეს ახტალის ოქროს მადნები, მადნის მცველები და ბერძენი მემადნეების ნაწილი დახოცა, 845 ტყვე წაიყვანა. აქედან [[ლორე]]ს მიადგა, გზად ყველაფერს წვავდა და ანგრევდა. ლორე, რომელიც ერეკლეს მოურავ [[ზაქარია გლურჯიძე]]ს ჰქონდა გამაგრებული, ვერ აიღო და [[ახალციხე]]ში გადავიდა.
ხაზი 15:
[[1800]] წლის ნოემბერში, ომარ-ხანი დიდძალი ჯარით [[საგარეჯო]]სკენ დაიძრა და ალაზნის ნაპირზე დაბანაკდა. მას, რუსებთან ურთიერთობას შეურიგებელი, [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილი]]ც მიემხრო, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. დამხმარედ ირანის ჯარსაც მოელოდნენ. მტრის მიზანი [[თბილისი]]ს აღება იყო. ომარ-ხანის 20 ათასიანი ლაშქარი [[კაკაბეთი]]ს მიდამოს მოადგა.
 
7 ნოემბერს, მდ. იორის ნაპირას, სოფელ [[კაკაბეთი|კაკაბეთთან]] გაიმართა [[ნიახურის ბრძოლა]], სადაც ერთმანეთს [[გიორგი XII|გიორგი მეთორმეტესა]] და ომარ-ხანის ჯარი დაუპირიპირდა. ქართველთა გვერდით რუსების ჯარის ნაწილიც იბრძოდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი, მათი უმეტესობა დაიხოცა, ამ ბრძოლაში დაჭრილი ომარ-ხანი [[დაღესტანი|დაღესტნისაკენ]] გაიქცა. ცოტა ხანში ჭრილობა გაურთულდა და [[ზაქათალა (ქალაქი)|ზაქათალაში]] გარდაიცვალა.
 
== გამოყენებული ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომარ-ხანი“-დან