სეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Set.svg|thumb|სეთი]]
{{Hiero|სეთი|<hiero>sw-W-t:x-E20-A40</hiero>|align=left|era=egypt}}
'''სეთი''', სეტი, ზეთი (ეგვ. Sth, Seth, Suth) — ზემო-ეგვიპტის მხეცის-სახე ღმერთი ქარიშხლის, უდაბნოს ხორშაკისა. თავიდან ფარაონთა ძალაუფლების განსახიერება, თავის ორეულთან, ძმისწულ [[ჰოროსი|ჰოროსთან]] ერთად. ცის ღმერთის [[ნუტი]]ს და მიწის ქალღმერთის [[გები]]ს ძე. გამოხატავდნენ ადამიანის ტანით, რომელსაც უდაბნოს უცხო ცხოველის, ძაღლის ან ტურის მსგავსი თავი ჰქონდა, მოხრილი დიდი ნისკარტი და წვეტიანი მაღალი ყურები, სამწვერა კუდი, ან კიდევ ვირის , ღორის, შევარდნის, ჟირაფის, ოკაპის, გრიფის სახე. ყველა შემთხვევაში ეგვიპტელთა ძველი ეროვნული ღმერთია, ჰოროსის ბიძა, ორეული და მოქიშპე. სალოცავი [[ომბოსი|ომბოსში]] ჰქონდა. ბიძა-ძმისწულის გამოსახულებასაც ერთად დგამდნენ (სესოსტრისის რელიეფი). გვირგვინიც ორმაგი ადგათ. სექსუალური კავშირითაც კი იყვნენ შეკრულნი. მხოლოდ ძალაუფლებისათვის ბრძოლაშI მოხდა მათი უთანხმოება. ჰოროსმა დაიბრუნა წართმეული დაზიანებული თვალი (ნახევარმთვარე), თვითონ კი სეთს წაართვა სათესლეები. თვალი გამთელდა და იქცა სავსე მთვარედ. ორივე [[ტოთითოტი|თოთმა]] მოარჩინა.
[[რა]] (რე), უზენაესი ღმერთი, ეგუება სამყაროს გაყოფას ორ საწყისად, კეთილ და ბოროტ ძალებად. პირველის განსახიერებაა ჰოროსი, მეორის — სეთი, რომლის ცხოველური თავიც მის ორმაგ, მხეცურ, ბოროტ ბუნებაზე მეტყველებს („სეთის თავი“ სიავის სინონიმია). ამ დუალიზმშI სეთი და ჰოროსი მტრებიც არიან და მეგობრებიც. ჩანს, სეთი უდაბნოს, ამინდის, ცის ღმერთად იქცა, ჰოროსი კი მიწის ღვთაებად (ინარჩუნებს დემონურ ძალასაც).
სეთზე შექმნილია მუთებიც, ოსირისთან დაკავშირებით: ბოროტმა სეთმა მოკლა და დააქუცმაცა ძმა ოსირისი, რომლის სხეულის ნაწილებიც აკრიფა მისმა დამ და მეუღლემ [[ისიდა]]მ. ჰოროსი აღდგა და დევნის სიკვდილის დემონს სეთს. შეხვდა და შეება. სეთის და ჰოროსის ბრძოლა ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამარჯვებული გამოდის ჰოროსი. ზოგჯერ სეთიც კეთილი ძალაა: რას ნავში რომ ზის, საზარელ ურჩხულს [[აპოპისი|აპოპისს]] (აპოფისს) ამარცხებს სიტყვით და საქმით, თუმც თვითონაც მისი განსახიერებაა. XVIII–XX დინასტიების ფარაონებმა ძლიერ აამაღლეს სეთი, როგორც ძლიერი, აგრესორი ღმერთი, მის სახელს ირქმევდნენ. როგორც მეომარი ღმერთი, უცხოეთში [[ლიბიურასი|ლიბიურასსა]] და ხეთელთა [[ტეშუპი|ტეშუპს]] დაემსგავსა. მოგიანებით ეგვიპტელებმა კვლავ შეიძულეს სეთი, ნგრევისა და უბედურების განსახიერებად აქციეს. ბერძნებმაც სეთის სახე გადაიღეს, როგორც [[ტიფონი]]ს ორეულისა, რომელსაც უდაბნოს ხორშაკიანი ქარისა მიწისძვრის სტიქიის სახედ რაცხდნენ. ეგვიპტეში მას ნიანგის სახეც ჰქონდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეთი“-დან