მემფისი (ეგვიპტე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.5.4) (ბოტის შეცვლა: ar:منف)
ლეგენდის თანახმად, რომელიც უკავშირდება ქურუმ [[მანეთონი|მანეთონს]], ქალაქი ფარაონმა [[მენესი|მენესმა]] დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ძველი სამეფოს პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ქალაქს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] რეგიონის ანტიკურ ისტორიაში. მას [[ნილოსის დელტა]]ში სტრატეგიული პოზიცია ეკავა. მემფისის მთავარ ნავსადგურთან განლაგებული იყო სახელოსნოები, ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც სურსათ-სანოვაგესა და სხვა საქონელს მთელი სამეფოს მასშტაბით ანაწილებდნენ. მის ოქროს ხანაში, მემფისი ყვაოდა როგორც რეგიონის სავაჭრო და რელიგიური ცენტრი.
 
მემფისის მფარველად მიიჩნეოდა ღმერთი [[პჰატიპტა]], ხელოსნების მფარველი. მისი დიდებული ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო. მისი სახელი ბერძნულად გამოითქმოდა როგორც Aί γυ πτoς (აი გი პტოს) , ამიტომ ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ აქედან იღებს სათავეს ქვეყნის თანამედროვე სახელი ეგვიპტე.
 
მემფისის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მთლიანად ძველი ეგვიპტის ისტორიასთან. მისი დაცემის მიზეზად მიაჩნიათ ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვა გვიანდელ ანტიკურ ხანაში, როდესაც ეს ფუნქციები ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქმა [[ალექსანდრია|ალექსანდრიამ]] გადაიბარა. მემფისის რელიგიური მნიშვნელობა ახ. წ. 380 წელს გამოსული [[თესალონიკის ედიქტი]]ს შემდეგ დაეცა.
164

რედაქტირება