კარსტული ძაბრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კარსტული ძაბრი''' — დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''კარსტული ძაბრი''' — დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ჩაღრმავება ან ორმო, რომელიც წარმოიქმნება კარსტული პროცესების შედეგად — კარბონატული ქანების ქიმიური ლღობით, ან სუფოზიური პროცესებით. ზომები იცვლება 1-იდან 600-მდე. კარსტული ძაბრები ფორმირდება დროდადრო, ან უეცრად და მსოფლიოს მრავალ ადგილშია გამოხატული.
იგი კარსტული ლანდშაფტის ტიპური ელემენტია, თუმცა იგი კარსტთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის.
წარმოქმნის მექანიზმებში ჩართულია ეროზიის ბუნებრივი და სუფოზიური პროცესები. ასე მაგალითად, გრუნტის წყლები აორთქლებენ მაცემენტებელ კარბონატებს,
და შემდეგ გადააქვთ სუსტი ნაწილაკები, რის შედეგად იქმნება სიცარიელე. ხშირად კარსტული ძაბრი გახსნილია მღვიმის ძირში.
მოზრდილი კარსტული ძაბრების შემთხვევაში ნაკადული ან მდინარე ხშირ შემთხვევაში საფუძველთან მოჩანს ხოლმე. ასეთებია მაგ.,
პაპუა-ახალი გვინეისა და აშშ-ში არსებული დიდი კარსტული ძაბრები. კარსტული ძაბრი არის აგრეთვე ადამიანის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი რელიეფის ფორმები. მაგ., კარსტული ძაბრი ზოგჯერ შახტის ჩამონგრევის ან კანალიზაციის დანგრევის შედეგია.
 
მრავალრიცხოვანი დიდი კარსტული ძაბრები გვხვდება მექსიკაში, ვენესუელაში, ჩინეთში, ლაოსსა და პაპუა-ახალ გვინეაში.
მსოფლიოს უდიდესი კარსტული ძაბრი სიღრმეში აღწევს 662 მ-ს (სიაოჯაი-ტიანკენგი, ჩინეთი).
განვითარების შედეგად კარსტული ძაბრები ერთმანეთს ერწყმიან, რომლებიც გაცილებით უფრო მსხვილ უარყოფით
რელიეფის ფორმებს ქმნიან. კარსტული ძაბრები გამოხატულია საქართველოშიც და დაკავშირებულია მხოლოდ კარსტთან. ხშირ შემთხვევაში იგი ტბებითაა დაკავებული.
მაგ., ერწოს ტბას უკავია ოთხი, ხოლო დევის ტბას ორი კარსტული ძაბრი. კარსტული ძაბრები გამოვლინებულია აგრეთვე ასხისა და არაბიკის მასივებზე, ჭიათურის პლატოზე და სხვ. საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში, კერძოდ აფხაზეთში, არაბიკისა და ბზიფის მოვაკებაზე დაკარსტულობის
ინტენსივობის მაჩვენებელია ძძბრების ხშირი ქსელი, ასე, მაგ., არაბიკის დიდვაკეზე კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 85-90, ხოლო ბზიფის თხემის მოვაკებაზე 210-220 ძაბრი მოდის. უფრო დაბალ ჰიფსომეტრიულ დონეზე მდებარე მამძიშხის თხემური მოვაკება, იმერეთის პლატოს რიგი რაიონები, "ვაკეტყე",
ბუჯასსათავის რაიონი და სხვ. გამოირჩევიან აგრეთვე ძაბრების სიმჭიდროვით.
 
კარსტული ძაბრი როგორც კარსტული ლანდშაფტის ტიპური ელემენტი გვხვდება იქ, სადაც განვითარებულია კირქვებისა ან თაბაშირის ქანები.
კლასიკური ძაბრები გვხვდება ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ფართოდაა განვითარებული
 
 
[[an:Dolina]]
[[ca:Dolina]]
[[cs:Závrt]]
[[da:Jordfaldshul]]
[[de:Doline]]
[[es:Dolina]]
[[fa:گودال]]
[[fr:Doline]]
[[hr:Vrtača]]
[[id:Lubang runtuhan]]
[[it:Dolina carsica]]
[[he:בולען]]
[[ht:Dolin]]
[[lt:Smegduobė]]
[[hu:Víznyelő]]
[[ko:싱크홀]]
[[nl:Zinkgat]]
[[no:synkehull]]
[[pl:Lej krasowy]]
[[pt:Dolina]]
[[ro:Dolină]]
[[ru:Карстовая воронка]]
[[sk:Závrt]]
[[sl:Kraška dolina]]
[[sr:Вртача]]
[[fi:Doliini]]
[[sv:Slukhål]]
[[th:หลุมยุบ]]
[[tr:Düden]]
[[vi:Hố địa ngục]]
[[zh:沉洞]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარსტული_ძაბრი“-დან