ნასყიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: sr:Ugovor o prodaji robe
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Nodar Kherkheulidze|Nodar Kherkheulidze]]|2=2011 წლის 1 ნოემბერი}}
'''ნასყიდობა''' — ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი [[ხელშეკრულება]], რომლის ძალითაც გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი</ref>. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივია, რამდენადაც მასში მონაწილეობს სულ მცირე ორი პირი და თითოეულ მათგანს აქვს ერთდროურად აქვს უფლებებიც და მოვალეობებიც — გამყიდველს უფლება აქვს, მიიღოს გაყიდული ქონების ფასი და, ამავე დროს, ვალდებულია გადასცეს ქონება მყიდველს, ხოლო მყიდველს უფლება აქვს, მიიღოს ქონება და, ამავე დროს, ვალდებულია, გადაიხადოს ქონების საფასური. ნასყიდობა კონსესუალური ხელშეკრულებაა, რამდენადაც მისი ნამდვილობისთვის აუცილებელია კონსესუსი, ესე იგი მხარეთა შორის დადგენილი ფორმით შეთანხმების მიღწევა. ნასყიდობა სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რამდენაც მისი ძალით ერთი მხარე მის მიერ შესრულებული ქმედებისთვის იღებს მეორე მხარისგან შემხვედრ დაკმაყოფილებას (ანაზღაურებას)<ref>ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 28-29</ref><ref>ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 97</ref>.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნასყიდობა“-დან