მიწისქვეშა წყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Oasis in Libya.jpg|thumbმინი|280პქ|rightმარჯვნივ|მიწისქვეშა წყლები ([[აფრიკა]])]]
[[ფაილი:Shipot.jpg|thumbმინი|280პქ|rightმარჯვნივ|მიწისქვეშა წყაროები]]
'''მიწისქვეშა წყალი''' — [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი წყალი.
მიწისქვეშა წყალი თავმოყრილია ფხვიერ, ფორიან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე [[კარსტი|კარსტულ]] სიცარიეელებში. სიმძიმის ძალის გავლენით მოძრავ მიწისქვეშა წყალს ეწოდება ''გრავიტაციული'' ანუ თავისუფალი წყალი, ხოლო [[ქანი (გეოლოგია)|ქანებთან]] მოლეკულური ძალებით შეკავშირებულს — ბმული წყალი (ჰიგროსკოპული, აფსკური, კაპილარული და კრისტალიზაციური).
''ლეჟერი'' (ზედა წყალი). გრუნტის წყლის [[ჰორიზონტი]] ქვევით მდებარე წყლიან ჰორიზონტებს, რომლებიც მისგან წყალშეუღწევი ქანებითაა გამოყოფილი, ეწოდება შრეთაშორისი წყლის ჰორიზონტები. წყალი აქ, ჩვეულებრივ, ჰიდროსტატიკური წნევის ქვეშ იმყოფება, ზოგჯერ კი უდაწნეოა. შრეთაშორისი მიწისქვეშა წყლის კვების არე განლაგებულია იქ, სადაც წყალშეუღწევადი ქანები ზედაპირზე შიშვლდება.
 
მიწისქვეშა წყალი ბუნებრივი ხსნარია, რომელიც 60-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს. მასში გვხვდება მიკროორგანიზმებიც. მიწისქვეშა წყალების გავრცლეებისგავრცელების კანონზომიერება განპირობებულია მრავალი [[გეოლოგია|გეოლოგიური]] და [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] ფაქტორით. ბაქნებსა და კიდური როფების არეებში უმეტესად გავრცელებულია [[არტეზიული წყლები|არტეზიული აუზები]], ნაოჭა სისტემებში კი უფრო ხშირად ნაპრალური ტიპის მიწისქვეშა წყალი გვხვდება.
მიწისქვეშა წყალი დედამიწის [[წყლის რესურსები]]ს შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მის შესწავლას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.