სკანდინავიის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
უხ ეს გეოლოგია :))
ხაზი 6:
ზღვის ნოტიო ჰავა და დანაწევრებული ზედაპირი დიდი რაოდენობით მდინარეების, რომელთა უმეტესობა ძალიან ჩქარია და ზამთარშიც კი არ იყინება, და ტბების არსებობას განაპირობებს.
 
მთების ფერდობები ტაიგის ტყით, ბუჩქნარებით, მთის ტუნდრებით და მდელოებითაა დაფარული. აქვეა რკინის, [[სპილენძი]]ს, [[ტიტანი]]სა და პირიტების საბადოები. სკანდინავიის მთები დაახლოებით 480 მლნ წლის წინათ ჩამოყალიბდა. მთაგრეხილიმთაგრეხილმა კალედონურიგანიცადა დაღარულობისაა[[კალედონიური დანაოჭება]]. სკანდინავიის მთების ჩამოყალიბება დაახლოებით [[ორდოვიციული სისტემა|ორდოვიკის]] დასასრულსა და [[სილურული სისტემა|სილურის]] შუა ხანებში ხდებოდა. ოკეანე იაპეტუსმა, რომელიც აღმოცენდა ადრეულ [[კამბრიული სისტემა|კამბრიაში]] და ჩრდილოეთ ამერიკასა (ლავრენტიას) და ევროპას (ბალტიკას) ყოფდა, გაფართოება დაიწყო, რითიც ლავრენტიას ბალტიკისკენ უბიძგა და ორდოვიკის დასაწყისში 2000 კმ მიაღწია სიგანეში, შემდეგ კი კვლავ შევიწროვდა, რადგან ლავრენტია, გრენლანდია და ბალტიკა ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
 
საბოლოო ჯამში 440 მლნ წლის წინ ბალტიკა გრენლანდიას მიაწვა, ეს უკანასკნელი კი — ლავრენტიას. იმ ხანებში ქვიშის, კენჭისა და ვულკანური კუნძულოვანი რკალების ნარჩენები კოლოსალური ძალით იყწებენ შეკუმშვას, რამაც სკანდინავიის მთების პირველი მწვერვალების აღმართვას შეუწყო ხელი.
 
დიდი მთაგრეხილის გაჩენა ბალტიკისა და კანადა-გრენლანდიის შეჯახების ადგილზე ორდოვიკ-სილურის მიჯნაზე დაიწყო. ამ ყოველივეს თან ახლდა ნალექების დიდი რაოდენობით მოხსნა, რაც კონტინენტურ ფერდობებზე და შეჯახების კიდეებზე წარმოიქმნა. გეოლოგიის ისტორიაში ეს მოვლენები კალედონურიკალედონიური დაღარულობისდანაოჭების სახელით შევიდა. ორი კონტინენტური ბლოკის დაჯახებას ადგილი ჰქონდა სკანდინავია-ბრიტანეთის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გრენლანდია-ნიუფაუნდლენდის ზოლში. ძველი ვულკანური რკალების რელიქტები ბალტიკის ნაპირებს მიაწვნენ. უზარმაზარი მთაგრეხილი ამოიზარდა სკანდინავია-გრენლანდია-ნიუფაუნდლენდის ხაზზე. იმ მთების სიმაღლე [[ჰიმალაი|ჰიმალაისას]] უტოლდებოდა.
 
== ლიტერატურა==
*"Galdhøpiggen" Nationalencyklopedin. http://www.ne.se/galdhöpiggen. განახლდა 18 ივლისს, 2010 (შვედურ ენაზე).