ჰენიოხები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჰენიოხები''' — უძველესი დროიდან [[კოლხეთი]]ს სანაპიროზე მოსახლე ტომები. მათი უშუალო განსახლების ადგილად ბერძენი და რომაელი ავტორები ([[პელანიკე მითილენელი]] ძვ.წ. V ს. [[ფსევდოსკილაკ კარიანელი]] ძვ.წ. IV ს. [[არისტოტელე]] ძვ.წ. IV ს. არტემიდორე ეფესელი ძვ.წ. II-I სს. და ახალი წელთაღრიცხვის ისტორიკოსები [[პომპონიუს მელა]] ახ.წ.I ს., [[ოვიდიუსი]], [[პლინიუს უფროსი]] და სხვა.) კოლხეთის სანაპიროს ჩრდილოეთ სექტორს — [[ბიჭვინთა]]-[[სოხუმი]]ს მონაკვეთს ასახელებენ. ამავე აზრისაა გეოგრაფი [[სტრაბონი]] ძვ.წ. I-ახ.წ. I სს.
[[ჰერაკლიდე]]ს გადმოცემით ჰენიოხებს უცხოვრიათ მდინარე ფაზისის ([[რიონი]]ს) შესართავთან , ხოლო [[პლინიუს უფროსი|პლინიუსი]] ჰენიოხებს, გარდა დიოსკურიისა, მიუთითებს ქალაქ [[ტრაპიზონი]]ს მახლობლად და მდინარე აფსაროსთან ([[ჭოროხი]]) ახლოს. დაახლოებით ამავე ადგილებში - მდინარეებს ოფისსა და არქაბეს შორის — ჰენიოხებს ასახელებენ [[ფლავიუს არიანე]] და ანონიმი ავტორი.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰენიოხები“-დან