ათენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: be-x-old:Атэна
No edit summary
ხაზი 1:
'''ათენა''' (''[[ბერძნ.]]'' Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη), [[საბერძნეთი|საბერძნეთის]] ერთ–ერთი უმთავრესი [[ღვთაება]]. [[ფაილი:Athena Parthenos Altemps Inv8622.jpg|right|thumb| ათენას მარმარილოს ქანდაკება, ძვ. წ.აღ. I საუკუნე]]ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი [[მითოლოგია|მითების]] მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც [[ჰეფესტო]], თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა [[მეცნიერება|მეცნიერების]] დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა [[არეოპაგი]]. ათენა არის [[ატიკა|ატიკის]] და ქალაქ [[ათენი|ათენის]] უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა [[პოსეიდონი|პოსეიდონსა]] და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
[[ფაილი:Athena – fidias.jpg|right|thumb|ათენას ქანდაკება, ფიდიასის ქმნილება (450 წელი ჩვენს ერამდე)]]
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება [[ზევსი|ზევსის]] თავიდან. [[ჰესიოდე]] გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათენა“-დან