იოანე VI (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: eu:Joan VI.a Kantakuzeno
No edit summary
ხაზი 3:
 
==ადრეული ცხოვრება==
იოანე კანტაკუზენი დაიბადა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] [[1292]] წელს. ის იყო მიხეილ კანტაკუზენის, [[პელოპონესი|მორეის]] მმართველის, ვაჟი. დედის, თეოდორა ანგელინა პალეოლოგოსის ხაზით ის წარმოადგენდა ბიზანტიის [[პალეოლოგოსები|მმართველი დინასტიის]] შთამომავალს. მას თავისი ცოლი ეირენე ასანინაც აკავშირებდა იმპერიულ დინასტიასთან, რომელიც ნაწილობრივ როგორც პალეოლოგოსების, ასევე [[კომნენოსებიკომნენოსთა დინასტია|კომნენოსებისა]]სა და [[დუკები]]ს დინასტიათა შთამომავალიც იყო. იოანე იმპერატორ ანდრონიკე III-ს ახლო მეგობარი და ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი იყო ბაბუამისის, ანდრონიკე II-ს წინააღმდეგ [[ბიზანტიის სამოქალაქო ომი (1321-1328)|ჭიდილში]]. როდესაც 1328 წელს ანდრონიკე III-მ იმპერატორის თანამდებობა დაიკავა, მან იოანეს მიანდო უზენაესი საქმეთა მმართველის თანამდებობა.
 
[[1341]] წელს იმპერატორის გარდაცვალებისას იოანე კანტაკუზენი გახდა იმპერიის მმართველი და დაევალა მისი მცირეწლოვანი ვაჟის იოანე V პალეოლოგოსის მეურვეობა, რომელიც 9 წლისა იყო. იოანეს არ გააჩნდა იმპერიული ამბიციები და რამდენჯერმე უარი თქვა მისი მმართველობის ჟამს, ანდრონიკე III-ს შემოთავაზებებზე თანაიმპერატორად ეკურთხებინათ იგი. იმპერატორის გარდაცვალების შემდეგაც არ გატეხა მან თავისი სიტყვა და დაიჟინა, რომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე მხოლოდ და მხოლოდ იოანე V იყო, რომელსაც [[ბიზანტიის იმპერია|იმპერიის]] კონტროლი უნდა აეღო ხელში როგორც კი სრულწლოვანი გახდებოდა. მიუხედავად ვაჟკაცური და ურყევი ერთგულებისა მომავალი იმპერატორისა და დედამისის [[ანა სავოიელი]]ს მიმართ, თავისმა მეგობრობამ აწ გარდაცვლილ იმპერატორთან გააღვივა [[იოანე XIV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|კონსტანტინოპოლის პატრიარქის]] და ალექსიოს აპოკავკოსის (ბიზანტიელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე) შური და დედოფლის [[პარანოია]], რომელსაც ის ტახტის უზურპატორი ეგონა. როდესაც იოანე კანტაკუზენი გაემგზავრა მორეაში, მისმა მტრებმა დრო იხელთეს, იოანე V იმპერატორად გამოაცხადეს და გასცეს კანტაკუზენის არმიის დაშლის ბრძანება. როცა ამ ამბებმა არმიამდე მიაღწია, რომელიც დიდიმოტეიქონში (თრაკია) იმყოფებოდა, მათ იოანე კანტაკუზენი იმპერატორად გამოაცხადეს, რითაც დაიწყო სამოქალაქო ომი იოანესა და კონსტანტინოპოლის რეგენტთა საბჭოს შორის, რომელსაც ანა სავოიელი, პატრიარქი და აპოკავკოსი შეადგენდნენ. [[ბიზანტიის სამოქალაქო ომი (1341-1347)|სამოქალაქო ომმა]], რომელიც ამას მოყვა, 6 წელი გასტანა. ამ ომში მოწინააღმდეგე მხარეები სარგებლობდნენ [[სერბები]]ს, [[ბულგარელები]]ს, ოსმალების და ყველანაირი სახის დაქირავებული მებრძოლების დახმარებით. მხოლოდ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალების]] დახმარება, რომლებთანაც იოანემ გარიგება დადო, აღმოჩნდა გადამწყვეტი და მას ომი მოაგებინა.