ბასილი II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ვიკი}}
ბასილ II იყო ბიზანტიის იმპერატორი [[976]]-[[1025]] წლებში. თანამედროვეები ბასილ უმცროსს და ბასილ პორფიროგენიტოსს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის [[ბასილბასილი I (ბიზანტია)|ბასილ]] მაკედონიელისგან.
მისი მმართველობის პირველი ეტაპი იყო დომინირებული სამოქალაქო ომებით [[ანატოლია|მცირე აზიაში]], რომლის ჩახშობა მან მოახერხა. ამის შემდეგ მან მოახდინა იმპერიის სტაბილიზაცია,ექსპანზია და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. მან მთლიანად დაიმორჩილა და იმპერიას მიუერთა ბულგარეთის იმპერია.მისი ბრძანებით ბიზანტიელებმა 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს.ამ სისასტიკის გამო იმპერატორს "ბულგართმმუსვრელი" (იგივე ბულგართმჟლეტი)უწოდეს. ბასილის წყალობით [[1018]] წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
{{რომის იმპერატორები}}