იოანე VI (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
1347 წელს იოანე ტრიუმფით შევიდა კონსტანტინოპოლში თავისი 1000 კაციანი არმიით და მოწინააღმდეგეებს აიძულა რომ ის ეცნოთ თანაიმპერატორად იოანე V-თან ერთად, ხოლო ერთადერთ მმართველად მისი მცირეწლოვნობის პერიოდში. აგრეთვე მან თავისი ვაჟი მათე კანტაკუზენე [[1353]] წელს თანაიმპერატორად გამოაცხადა. მისი მმართველობის ხანაში იმპერია, რომელიც უკვე ყოველგვარად დახლეჩილი და შეკვეცილი იყო, ყველა მხრიდან თავდასხმას განიცდიდა.ომებიდან გამოსაკვეთია წარუმატებელი ომი [[ბიზანტია-გენუის ომი(1348-1349)|გენუელებთან]], კერძოდ კი მათ კოლონია გალატასთან, რომელიც თვით კონსტანტინოპოლის გადაღმა მდებარეობდა და [[ვენეცია-გენუის ომი(1350-1355)]], რომელშიც ბიზანტია [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციელებს]] მიემხრო, თუმცა რეალური შედეგი არც ამას მოუტანია. ომი აგრეთვე ატყდა სერბებთანაც, რომლებიც იმჟამად იმპერატორ [[სტეფან დუშანი]]ს ხელმძღვანელობით ფართო იმპერიას აყალიბებდნენ ბიზანტიის ჩრდილო-დასავლეთით. ამ ყოველივეს ემატებოდა უკიდურესად რისკიანი ალიანსი ოსმალებთან, რომლებმაც იოანე VI-ის უგუნურებისა და წინდაუხედაობის გამო ევროპაშიც მოიკიდეს ფეხი, კონკრეტულად კი გალიპოლის ნახევარკუნძულზე. იოანე კანტაკუზენემ ოსმალებს ნახევარკუნძულზე ციხესიმაგრე ჩიმპე უწყალობა დაახ. 1352 წელს, რაც მათი დახმარების საზღაური იყო იოანე V პალეოლოგოსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1354 წლის 2 მარტს გალიპოლი მიწისძვრამ შეარყია და ასობით სოფელი თუ ქალაქი გაანადგურა. გალიპოლზე თითქმის ყველა შენობა დაინგრა, რამაც ბერძენი მოსახლეები აიძულა მოეხდინათ ევაკუაცია. ერთ თვეში ოსმალებმა ხელთ იგდეს მთელი ნახევარკუნძული, ციხესიმაგრეებით განამტკიცეს ის და [[ანატოლია|ანატოლიიდან]] ჩამოასახლეს თურქი ოჯახები, რითაც მისი კონსოლიდაცია მოახდინეს. იოანე კანტაკუზენმა ოსმალთა სულთანს [[ორჰან I]]-ს თანხა შესთავაზა იმ პირობით, რომ ის დაკავებულ ტერიტორიას დაცლიდა. ორჰანმა ამაზე მას უარი უთხრა, რადგან მიიჩნევდა, რომ მას ძალისმიერი მეთოდებით კი არ დაუპყრია ტერიტორია, არამედ მას [[ალაჰი|ალაჰმა]] უძღვნა ის საჩუქრად. კონსტანტინოპოლი პანიკამ მოიცვა, რადგან ბევრს სჯეროდა, რომ თურქები მალე ამ ქალაქსაც დაიპყრობდნენ. ამის გამო კანტაკუზენის პოზიცია მერყევი გახდა და ის ტახტიდან ჩამოაგდეს 1354 წლის ნოემბერში. გალიპოლი გახდა პლაცდარმი ევროპის დასაპყრობად და სულ მოკლე ხანში, თურქებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს ბიზანტიური [[თრაკია]], [[ედირნე (ქალაქი)|ადრიანოპოლის]] ჩათვლით.
==ბერად აღკვეცა და გარდაცვალება==
თავისი დეპოზიციის შემდეგ კანტეკუზენე ბერად აღიკვეცა ოასაფ ქრისტოდულოსის სახელით. [[1367]] წელს ის დაინიშნა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი ეკლესიის]] წარმომადგენლად, რომელსაც დაევალა ეწარმოებინა მოლაპარაკებები პავლე სმირნელთან, კონსტანტინოპოლის ლათინ პატრიარქთან მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების შესარიგებლად. ისინი შეთანხმდნენ რომ მოეწვიათ მსოფლიო საეკლესიო კრება რომელსაც [[რომის პაპი]] და როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დაესწრებოდნენ, მაგრამ გეგმები ჩაიშალა რადგან პაპმა [[ურბან V|ურბან V-მ]] ამაზე სასტიკი უარი განაცხადა. ის პელოპონესში გარდაიცვალა და ვაჟების მიერ დაკრძალულ იქნა [[მისტრა|მისტრაში]], [[ლაკონია|ლაკონიაში]].
==რესურსები ინტერნეტში==