იოანე VI (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
იოანე კანტაკუზენი დაიბადა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] 1292 წელს. ის იყო მიხეილ კანტაკუზენის, [[პელოპონესი|მორეის]] მმართველის, ვაჟი. დედის, თეოდორა ანგელინა პალეოლოგინას ხაზით ის წარმოადგენდა ბიზანტიის [[პალეოლოგოსები|მმართველი დინასტიის]] შთამომავალს. მას თავისი ცოლი ეირენე ასანინაც აკავშირებდა იმპერიულ დინასტიასთან, რომელიც ნაწილობრივ როგორც პალეოლოგოსების, ასევე კომნენოსებისა და დუკების დინასტიათა შთამომავალიც იყო. იოანე იმპერატორ ანდრონიკე III-ს ახლო მეგობარი და ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი იყო ბაბუამისის, ანდრონიკე II-ს წინააღმდეგ [[ბიზანტიის სამოქალაქო ომი(1321-1328)|ჭიდილში]]. როდესაც 1328 წელს ანდრონიკე III-მ იმპერატორის თანამდებობა დაიკავა, მან იოანეს ანდო უზენაესი საქმეთა მმართველობის თანამდებობა.[[1341]] წელს იმპერატორის გარდაცვალებისას იოანე კანტაკუზენე გახდა იმპერიის მმართველი და დაევალა მისი მცირეწლოვანი ვაჟის იოანე V პალეოლოგოსის მეურვეობა, რომელიც 9 წლისა იყო. იოანეს არ გააჩნდა იმპერიული ამბიციები და რამდენჯერმე უარი თქვა მისი მმართველობის ჟამს, ანდრონიკე III-ს შემოთავაზებებზე თანაიმპერატორად ეკურთხებინათ ის. იმპერატორის გარდაცვალების შემდეგაც არ გატეხა მან თავისი სიტყვა და დაიჟინა, რომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე მხოლოდ და მხოლოდ იოანე V იყო, რომელსაც [[ბიზანტიის იმპერია|იმპერიის]] კონტროლი უნდა აეღო ხელში როგორც კი სრულწლოვანი გახდებოდა. მიუხედავად ვაჟკაცური და ურყევი ერთგულებისა მომავალი იმპერატორისა და დედამისის ანა სავოიელის მიმართ, თავისმა მეგობრობამ აწ გარდაცვლილ იმპერატორთან გააღვივა [[იოანე XIV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|კონსტანტინოპოლის პატრიარქის]] და ალექსიოს აპოკავკოსის(ბიზანტიელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე) შური და დედოფლის პარანოია რომელსაც ის ტახტის უზურპატორი ეგონა. როდესაც იოანე კანტაკუზენე გაემგზავრა მორეაში, მისმა მტრებმა დრო იხელთეს, იოანე V იმპერატორად გამოაცხადეს და გასცეს კანტაკუზენეს არმიის დაშლის ბრძანება. როცა ამ ამბებმა არმიამდე მიაღწია, რომელიც დიდიმოტეიქონში(თრაკია) იმყოფებოდა, მათ იოანე კანტაკუზენე იმპერატორად გამოაცხადეს, რამაც აღნიშნა სამოქალაქო ომის დაწყება იოანესა და კონსტანტინოპოლის რეგენტთა საბჭოს შორის, რომელსაც ანა სავოიელი, პატრიარქი და აპოკავკოსი შეადგენდნენ. [[ბიზანტიის სამოქალაქო ომი(1341-1347)|სამოქალაქო ომმა]], რომელიც ამას მოყვა, 6 წელი გასტანა. ამ ომში მიწინააღმდეგე მხარეები სარგებლობდნენ სერბების, ბულგარელების, ოსმალების და ყველანაირი სახის დაქირავებული მებრძოლების დახმარებით. მხოლოდ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალების]] დახმარება, რომლებთანაც იოანემ გარიგება დადო, აღმოჩნდა გადამწყვეტი და მას ომი მოაგებინა. სამოქალაქო ომის შემდეგ ბიზანტია ''იმპერია'' მხოლოდ სახელით იყო, რადგან ამ ომმა ისე გამოფიტა და დააუძლურა ის, რომ ეს პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა. ამ ომის დროს ბიზანტიას მოუხდა ბულგარეთის და სერბეთის იმპერიებისთვის საგრძნობლად დიდი ფართობის ტერიტორიების დათმობა. ამის შემდეგ ბიზანტია ძლიერ იმპერიების მუდმივი წნეხის ქვეშ მოექცა, რამაც საბოლოოდ მისი დამხობა გარდაუვალი გახადა. 1348 წელს კი [[შავი ჭირი|შავი ჭირის]] ეპიდემიამ იფეთქა, რომელიც პირველად ბიზანტიას შეეხო და მოსახლეობის საკმაო ნაწილი იმსხველპლა, რის შედეგად იმპერია ფაქტიურად უმწეო გახდა.
==მმართველობა==
1347 წელს იოანე ტრიუმფით შევიდა კონსტანტინოპოლში თავისი 1000 კაციანი არმიით და მოწინააღმდეგეებს აიძულა რომ ის ეცნოთ თანაიმპერატორად იოანე V-თან ერთად, დახოლო ერთადერთ მმართველად მისი მცირეწლოვნობის პერიოდში. მან თავისი ვაჟი მათე კანტაკუზენე [[1353]] წელს თანაიმპერატორად გამოაცხადა. მისი მმართველობის ხანაში იმპერია, რომელიც უკვე ყოველგვარად დახლეჩილი და შეკვეცილი იყო, ყველა მხრიდან თავდასხმას განიცდიდა.ომებიდან გამოსაკვეთია წარუმატებელი ომი [[ბიზანტია-გენუის ომი(1348-1349)|გენუელებთან]], კერძოდ კი მათ კოლონია გალატასთან, რომელიც თვით კონსტანტინოპოლის გადაღმა მდებარეობდა და [[ვენეცია-გენუის ომი(1350-1355)]], რომელშიც ბიზანტია [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციელებს]] მიემხრო, თუმცა რეალური შედეგი არც ამას მოუტანია. ომი აგრეთვე ატყდა სერბებთანაც, რომლებიც იმჟამად იმპერატორ [[სტეფან დუშანი]]ს ხელმძღვანელობით ფართო იმპერიას აყალიბებდნენ ბიზანტიის ჩრდილო-დასავლეთით. ამ ყოველივეს ემატებოდა უკიდურესად რისკიანი ალიანსი ოსმალებთან, რომლებმაც იოანე VI-ის უგუნურებისა და წინდაუხედაობის გამო ევროპაშიც მოიკიდეს ფეხი, კონკრეტულად კი გალიპოლის ნახევარკუნძულზე. იოანე კანტაკუზენემ ოსმალებს ნახევარკუნძულზე ციხესიმაგრე ჩიმპე უწყალობა დაახ. 1352 წელს, რაც მათი დახმარების საზღაური იყო იოანე V პალეოლოგოსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1354 წლის 2 მარტს გალიპოლი მიწისძვრამ შეარყია და ასობით სოფელი თუ ქალაქი გაანადგურა. გალიპოლზე თითქმის ყველა შენობა დაინგრა, რამაც ბერძენი მოსახლეები აიძულა მოეხდინათ ევაკუაცია. ერთ თვეში ოსმალებმა ხელთ იგდეს მთელი ნახევარკუნძული, ციხესიმაგრეებით განამტკიცეს ის და [[ანატოლია|ანატოლიიდან]] ჩამოასახლეს თურქი ოჯახები, რითაც მისი კონსოლიდაცია მოახდინეს. იოანე კანტაკუზენმა ოსმალთა სულთანს [[ორჰან I]]-ს თანხა შესთავაზა იმ პირობით, რომ ის დაკავებულ ტერიტორიას დაცლიდა. ორჰანმა ამაზე მას უარი უთხრა, რადგან მიიჩნევდა, რომ მას ძალისმიერი მეთოდებით კი არ დაუპყრია ტერიტორია, არამედ მას [[ალაჰი|ალაჰმა]] უძღვნა ის საჩუქრად. კონსტანტინოპოლი პანიკამ მოიცვა, რადგან ბევრს სჯეროდა, რომ თურქები მალე ამ ქალაქსაც დაიპყრობდნენ. ამის გამო კანტაკუზენის პოზიცია მერყევი გახდა და ის ტახტიდან ჩამოაგდეს 1354 წლის ნოემბერში. გალიპოლი გახდა პლაცდარმი ევროპის დასაპყრობად და სულ მოკლე ხანში, თურქებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს ბიზანტიური [[თრაკია]], [[ედირნე (ქალაქი)|ადრიანოპოლის]] ჩათვლით.
==ბერად აღკვეცა და გარდაცვალება==
თავისი დეპოზიციის შემდეგ კანტეკუზენე ბერად აღიკვეცა ოასაფ ქრისტოდულოსის სახელით. ის პელოპონესში გარდაიცვალა და ვაჟების მიერ დაკრძალულ იქნა [[მისტრა|მისტრაში]], [[ლაკონია|ლაკონიაში]].