სკანდინავიის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
მთების სიმაღლე საშუალოა — უმაღლესი წერტილია მთა გალჰიოპიგენი (ნორვ. Galdhøpiggen), 2469 მ, ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში. ყველაზე მაღალი წერტილი შვედეთის ტერიტორიაზე კი — მთა კებნეკაისეა (შვედ. Kebnekaise), 2111 მ. რელიეფი უძველესი მყინვარების მიერ არის გადალიპული. სკანდინავიის მთების დღევანდელი მყინვარები ევროპის კონტინენტზე უდიდესია.
 
ზღვის ნოტიო ჰავა და დანაწევრებული ზედაპირი დიდი რაოდენობით მდინარეების, რომელთა უმეტესობაცუმეტესობა ძალიან ჩქარია და ზამთარშიზამთარშიც კი არ იყინება, და ტბების არსებობას განაპირობებს.
 
მთების ფერდობები ტაიგის ტყით, ბუჩქნარებით, მთის ტუნდრებით და მდელოებითაა დაფარული. აქვეა რკინის, [[სპილენძი]]ს, [[ტიტანი]]სა და პირიტების საბადოები. სკანდინავიის მთები დაახლოებით 480 მლნ წლის წინათ ჩამოყალიბდა. მთაგრეხილი კალედონური დაღარულობისაა. სკანდინავიის მთების ჩამოყალიბება დაახლოებით [[ორდოვიციული სისტემა|ორდოვიკის]] დასასრულსა და [[სილურული სისტემა|სილურის]] შუა ხანებში ხდებოდა. ოკეანე იაპეტუსმა, რომელიც აღმოცენდა ადრეულ [[კამბრიული სისტემა|კამბრიაში]] და ჩრდილოეთ ამერიკასა (ლავრენტიას) და ევროპას (ბალტიკას) ყოფდა, გაფართოება დაიწყო, რითიც ლავრენტიას ბალტიკისკენ უბიძგა და ორდოვიკის დასაწყისში 2000 კმ მიაღწია სიგანეში, შემდეგ კი კვლავ შევიწროვდა, რადგან ლავრენტია, გრენლანდია და ბალტიკა ერთმანეთს მიუახლოვდნენ.