სკანდინავიის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
ზღვის ნოტიო ჰავა და დანაწევრებული ზედაპირი დიდი რაოდენობით მდინარეების, რომელთა უმეტესობაც ძალიან ჩქარია და ზამთარში კი არ იყინება, და ტბების არსებობას განაპირობებს.
 
მთების ფერდობები ტაიგის ტყით, ბუჩქნარებით, მთის ტუნდრებით და მდელოებითაა დაფარული. აქვეა რკინის, [[სპილენძი]]ს, [[ტიტანი]]სა და პირიტების საბადოები. სკანდინავიის მთები დაახლოებით 480 მლნ წლის წინათ ჩამოყალიბდა. მთაგრეხილი კალედონური დაღარულობისაა. სკანდინავიის მთების ჩამოყალიბება დაახლოებით [[ორდოვიკულიორდოვიციული პერიოდისისტემა|ორდოვიკის]] დასასრულსა და [[სილურული სისტემა|სილურის]] შუა ხანებში ხდებოდა. ოკეანე იაპეტუსმა, რომელიც აღმოცენდა ადრეულ [[კამბრიული სისტემა|კამბრიაში]] და ჩრდილოეთ ამერიკასა (ლავრენტიას) და ევროპას (ბალტიკას) ყოფდა, გაფართოება დაიწყო, რითიც ლავრენტიას ბალტიკისკენ უბიძგა და ორდოვიკის დასაწყისში 2000 კმ მიაღწია სიგანეში, შემდეგ კი კვლავ შევიწროვდა, რადგან ლავრენტია, გრენლანდია და ბალტიკა ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
 
საბოლოო ჯამში 440 მლნ წლის წინ ბალტიკა გრენლანდიას მიაწვა, ეს უკანასკნელი კი — ლავრენტიას. იმ ხანებში ქვიშის, კენჭისა და ვულკანური კუნძულოვანი რკალების ნარჩენები კოლოსალური ძალით იყწებენ შეკუმშვას, რამაც სკანდინავიის მთების პირველი მწვერვალების აღმართვას შეუწყო ხელი.