ლუი I ღვთისმოსავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Ludwik I Pobożny.jpg|მინი|ლუი I 826-წლის გამოსახულება]]
'''ლუი I ღვთისმოშიში''', ასევე ცნობილი, როგორც '''სამართლიანი''' და '''თავაზიანი''' — [[აკვიტანია|აკვიტანიის]] მმართველი [[781]] წლიდან. [[813]] წლიდან იგი აგრეთვე [[ფრანკთა მეფეების სია|ფრანკთა მეფე]] და მამამისის, [[კარლოს დიდი]]ს თანა-იმპერატორია ლუი I-ის სახელით. იგი იყო კარლოს დიდისა და მისი ცოლის ჰილდეგარდის ვაჟებიდან ერთადერთი, რომელმაც მიაღწია სრულწლოვნებას. [[814]] წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ლუი გახდა ფრანკთა ერთპიროვნული მმართველი<ref>აღნიშნული პოზიცია სიკვდილამდე შეინარჩუნა, 833-834 წლების გამოკლებით, რომელ პერიოდშიც იგი ტახტიდან ჩამოაგდეს.</ref> .
 
აკვიტანიის მმართველობის დროს მას დავალებული ჰქონდა იმპერიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის დაცვა. [[801]] წელს ლუი I-მა [[ბარსელონა]] მუსლიმებისგან გაათავისუფლა. [[812]] წელს [[პირენეები|პირენეის მთების]] გადაღმა განამტკიცა ფრანკთა მმართველობა [[პამპლონა]]სა და [[ბასკების ქვეყანა|ბასკებზე]]. იმპერატორობისას მან თავისი შვილები ლოთარი, პეპინი და ლუი ჩართო მმართველობით პროცესებში და სურდა შესაბამისად გაეყო სამფლობელო მათ შორის.