ლუი I ღვთისმოსავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Ludwik I Pobożny.jpg|მინი|ლუი I 826-წლის გამოსახულება]]
'''ლუი I ღვთისმოშიში''', ასევე ცნობილი, როგორც '''ღვთისმოშიში''', '''სამართლიანი''' და '''თავაზიანი''' — მართავდა [[აკვიტანია]]ს [[781]] წლიდან. [[813]] წლიდან ის აგრეთვე იყო [[ფრანკთა მეფეების სია|ფრანკთა მეფე]] და თანა-იმპერატორი (ლუი I-ის სახელით) მამასთან, [[კარლოს დიდი|კარლოს დიდთან]] ერთად. რადგანაც ის იყო ერთადერთი კარლოს დიდისა და მისი ცოლის ჰილდეგარდის ვაჟებიდან, რომელმაც მიაღწია სრულწლოვნებას. ის გახდა ფრანკთა ერთადერთი მმართველი მამამისის გარდაცვალების შემდეგ [[814]] წელს, რა პოზიციაც სიკვდილამდე შეინარჩუნა, 833-834 წლების გამოკლებით, რომელ პერიოდშიც იგი ტახტიდან ჩამოაგდეს.
 
აკვიტანიის მმართველობის დროს მას დავალებული ჰქონდა იმპერიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის დაცვა. [[801]] წელს ლუი I-მა გაათავისუფლა [[ბარსელონა]] მუსლიმებისგან. [[812]] წელს [[პირენეები|პირენეის მთების]] გადაღმა განამტკიცა ფრანკთა მმართველობა პამპლონასა და ბასკებზე. იმპერატორობისას მან თავისი შვილები ლოთარი, პეპინი და ლუი ჩართო მმართველობით პროცესებში და სურდა სათანადოდ დაეყო სამფლობელო მათ შორის.