ჰარპიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: eu:Harpia
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:DVinfernoForestOfSuicides m.jpg|მინი|upright|ჰარპიები ტყეში, [[გუსტავ დორე]], 1861]]
 
'''ჰარპიები''' (ჰარპაგოს – მტაცებელი; ტაცება; ხარბი) — "ქარიშხლიანი ქალღმერთები, შმაგი ქარიშხლისა და ორომტრიალის სწრაფი ღმერთქალები, მტაცებელი ურჩხულები, ნარევი სახეები, ხარბი დემონები. ზოგი ღმერთებს უწოდებს, ზოგი დემონებს,რომელთაც ქალის თავი, ფრინველის ტანი და კლანჭები ჰქონდათ. [[ჰომეროსი]] უბრალოდ პოდარგეს ეძახის, ესაა [[აქილევსი]]ს ცხენების [[ქსანთოსი]]ს და [[ბალიოსი]]ს დედა (პოდარგოს - სწრაფი, "ფეხმარდი"„ფეხმარდი“, [[მენელაოსი]]ს და [[ჰექტორი]]ს ცხენებსაც ეწოდათ). ეს მტაცებელი ფრთოსნები, რომელნიც მეფე [[ფინევსი|ფინევს]]ს მიუჩინეს და სანოვაგეს პირიდან აცლიდნენ, ერთი ვერსიით უგზო-უკვლოდ დაკარგულებსაც დააცხრებიან, სულებს იტაცებენ. [[ჰესიოდე]]ს მიხედვით მშვენიერ კულულებიანი ქალღმერთებია, [[თავმანტი]]სა და ოკეანიდ [[ელექტრა]]ს ასულები, სახელად [[აელე]] და [[ოკიპეტე]]. შემდეგ ბოროტი მტაცებელი ფრთოსანი ქალწულების სახე მიიღეს, რიცხვმაც იმატა ([[აელოპე]], [[თიელა]], [[კელენო]] და ა.შ.). მათი სახე განსაკუთრებით ჩამოყალიბდა [[აპოლონიოს როდოსელი|აპ. როდოსელის]] "არგონავტიკაში"„არგონავტიკაში“, სადაც ანაზდეულად ღრუბლებიდან მოფრენილი ჰარპიები სუფრას უცარიელებენ და სასახლეს უყროლებენ თრაკიელ მისანს, ბრმა მეფე ფინევსს. მტაცებლებს ძმები - [[ბორეადები]] დაედევნებიან და სამუდამოდ განდევნიან, ან სტროფადებთან ეწევიან, კლავენ და ზოგი ვერსიით თვითონაც კვდებიან. აქ, სტროფადებთან ნახა [[ენეას]]მა საზარელი, ჭანგებიანი, მუდამ მშიერი ჰარპიები - ბოროტი კელენო და მისი დები. როგორც კი ენეასმა და მისმა მხლებლებმა სუფრა გაშალეს, ყრანტალით დაესხნენ თავს, შესანსლეს სანოვაგე და ააყროლეს იქაურობა. ბოლოს ხმლით შეუტიეს, მაგრამ ვერა ავნეს რა. კლდეზე შემომჯდარმა "ფურია„ფურია კელენომ"კელენომ“ უწინასწარმეტყველა: ქალაქს გალავანს ვერ შემოავლებთ, ვიდრე შიმშილით ისე არ გამწარდებით, რომ მამიდასაც კი დახრავთო.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰარპიები“-დან