გრიფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: te:గండభేరుండము
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Venice - Statue of a griffin.jpg|მინი|მარცხნივ|160პქ|გრიფონის ქანდაკი, [[ვენეცია ]].]]
 
'''გრიფები''', გრიფონები (ბერძ. γρύφων, grýphōn, ან γρύπων, grýpōn, γρύψ, grýps; ლათ. gryphus) - ზღაპრული—ზღაპრული მტაცებელი ფრინველები, ლომისტანიანი და არწივისთავიანი მფრინავი ურჩხულები, აღმოსავლური წარმოშობისანი, ცხოვრობდნენ რიფეის მთაგრეხილებში, შორეულ ჩრდილოეთში, ჰიპერბორეელებსა და ცალთვალა არიმასპებს შორის, და ოქროს საგანძურს ფლობდნენ (შემდეგ ინდოეთში, ეთიოპიაში და სხვ.). ამ ოქროსათვის გაუთავებელი ომი ჰქონდათ არიმასპებთან, რომლებიც ცხენებზე ისხდნენ და გრიფების ბუდეებში ლაშქრობდნენ. ეს ძველი მითიური არსებები უკვე გვხვდება [[ჰესიოდე]]ს და [[არისტეასი]]ს ლექსებში. ახსენებს [[ჰეროდოტე]]ც. ხელოვნებაში უფრო გროტესკულ სამკაულთა შორის გვხვდებიან, ზოგჯერ ღმერთების ეტლში შებმულნიც. [[აპოლონი]]ს, [[არტემიდე]]ს, [[ნემესიდა]]ს ატრიბუტია (ჭანგით ბორბალზე).
ბრინჯაოს მდგომარე გვირგვინოსანი გრიფი - მეფური ძლიერების სიმბოლო - [[ურარტუ]]ს კულტურის შესანიშნავი ძეგლია (VIII – VII ს-ები ძვ. წ., ბერლინის მუზ.).
 
გრიფონი - გრიფის გამოსახულება ხუროთმოძღვრებაში: ლომის- ან არწივისთავიანი და ლომისტანიანიფრთოსანი სამკაული რელიეფზე, აკროტერიებზე, ფრიზებზე, ფრონტონის კუთხეში. უძველესი ნიმუშები გვხვდება [[ასირია]]ში (ნიმვროდის სასახლე). პირველად ახსენებს არისტეასი (ძვ. წ. 560). იხმარება [[ჰერალდიკა]]შიც. ქრისტიანულ ხელოვნებაში აღდგომის სიმბოლოა. ამ აზრით ხშირად გამოუყენებიათ ქართულ ხუროთმოღვრებაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიფი“-დან