ჰონორიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
==ადრეული მმართველობა==
[[Image:Jean-Paul Laurens - The Byzantine Emperor Honorius - 1880.jpg|thumb|left|''დასავლეთ რომის იმპერატორი ჰონორიუსი'', ჟან პოლ ლორანი (1880). ჰონორიუსი გახდა ავგუსტუსი 393 წლის, 23 იანვარს, რვა წლის ასაკში]]
მას შემდეგ რაც კონსული გახდა 2 წლის ასაკში, ჰონორიუსი გამოცხადებული იქნა იმპერატორად (ავგუსტუსად) 393 წლის 23 იანვარს, მამამისის თეოდოსიუს I-ის მიერ. მისი ავგუსტუსად გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ ის იყო თანამმართველი მამასთან ერთად. როდესაც 395 წლის იანვარში თეოდოსიუსი გარდაიცვალა, ჰონორიუსმა და არკადიუსმა დაიყვეს იმპერია, ასე რომ ჰონორიუსი დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა 10 წლისას. მისი მმართველობის პირველი ეტაპის განმავლობაში ჰონორიუსი დამოკიდებული იყო გენერალ სტილიქონის სამხედრო ხელმძღვანელობაზე, რომელიც თავის დროზე თეოდოსიუსმა დანიშნა ამ პოსტზე. სტილიქონი იყო შერეული სისხლისა, მამით [[ვანდალები|ვანდალი]] და დედით რომაელი. იმ მიზნით, რომ განემტკიცებინა კავშირი მცირეწლოვან იმპერატორთან, სტილიქონმა ქალიშვილი მარია ცოლად მიათხოვა მას. ჰონორიუსზე დიდი გავლენა ჰქონდათ რომის პაპებს, რომელთაც სურდათ მისი სისუსტე და სიყრმე თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. მათ შორის გამოირჩეოდა პაპი [[ინოკენტი I|ინოკენტ I]] რომელმაც მოახერხა ის რომ [[407]] წელს ჰონორიუსს გააგზავნინა წერილი [[არკადიუსი (ბიზანტია)|თავის ძმასთან]], რომელშიც ის [[იოანე ოქროპირი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|იოანე ოქროპირის]] გადაყენებას გმობდა. თავდაპირველად ჰონორიუსმა გადაწყვიტა დედაქალაქად მედიოლანუმი([[მილანი]]) გაეხადა, მაგრამ როდესაც ვესტგოთები [[401]] წელს მეფე [[ალარიხ I]]-ის მეთაურობით იტალიაში შემოიჭრნენ, მან დედაქალაქი გადაიტანა ზღვისპირა ქალაქ [[რავენა|რავენაში]], რომელიც ჭაობების რკალით და ძლიერი ციხესიმაგრეებით იყო დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დედაქალაქი იოლად დასაცავი იყო, მისი ადგილმდებარეობა არასახარბიელო იყო იმისთვის, რომ რომაელ ჯარისკაცებს ზრდადი რეგულარულობის ბარბაროსული თავდასხმებისგან ცენტრალური იტალიის დაცვა შეძლებოდათ. ისტორიულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმპერატორის რეზიდენცია იყო აქ [[476]] წელს ბოლო იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდებამდე, რამაც განაპირობა ის რომ რავენა აირჩიეს არა მხოლოდ ოსტგოთების სამეფოს, არამედ ბიზანტიელი ეგზარქების(იუსტინიანე I-ის დაპყრობების შემდეგ) დედაქალაქადაც.
==სტილიქონი და იტალიის დაცვა==
==კონსტანტიუსი და დასავლეთ რომის იმპერიის ეროზია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰონორიუსი“-დან