გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გიორგი წერეთელი}}
'''გიორგი ვასილის ძე წერეთელი''' (დ. 8 ოქტომბერი/[[21 ოქტომბერი]], [[1904]], ახლანდელი [[თიანეთი|დაბა თიანეთი]] გ. [[9 სექტემბერი]], [[1973]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ([[1942]]), პროფესორი ([[1942]]), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი ([[1946]]), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1968]]), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1961]]), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი ([[1966]]), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი ([[1964]]).
 
'''გიორგი ვასილის ძე წერეთელი''' (დ. 8 ოქტომბერი/[[21 ოქტომბერი]], [[1904]], ახლანდელი [[თიანეთი|დაბა თიანეთი]] ― გ. [[9 სექტემბერი]], [[1973]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ([[1942]]), პროფესორი ([[1942]]), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი ([[1946]]), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1968]]), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1961]]), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი ([[1966]]), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი ([[1964]]).
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის [[ვასილ წერეთელი|ვასილ წერეთლის]] (1862-1937) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ იგი ეკუთვნოდა ''მოძღვრიშვილ-წერეთლების'' ცნობილ საგვარეულოს ([[ჭიათურის რაიონი|ჭიათურის რაიონისმუნიციპალიტეტი]] სოფ. [[ცხრუკვეთი]]) და იყო იმერეთის მეფის [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II-ის]] (მეფობდა 1793-1790 წლებში) პირდაპირი ჩამომავალი.
 
[[1927]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. [[1928]] წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად ([[1931]]). [[1933]] დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. [[1933]]-[[1936]] ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). [[1942]] წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მონოგრაფიისათვის "არმაზის ბილინგვა". იმავე წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.