ლუი I ღვთისმოსავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ლუი I''', ცნობილი როგორც '''ღვთისმოშიში''', '''სამართლიანი''' და '''თავაზიანი''', მართავდა [[აკვიტანია]]ს [[781]] წლიდან. [[813]] წლიდან ის აგრეთვე იყო ფრანკთა მეფე და თანა-იმპერატორი (ლუი I-ის სახელით) მამასთან, [[კარლოს დიდი|კარლოს დიდთან]] ერთად. რადგანაც ის იყო ერთადერთი კარლოს დიდისა და მისი ცოლის ჰილდეგარდის ვაჟებიდან, რომელმაც მიაღწია სრულწლოვნებას, ის გახდა ფრანკთა ერთადერთი მმართველი მამამისის გარდაცვალების შემდეგ [[814]] წელს, რა პოზიციაც სიკვდილამდე შეინარჩუნა, 833-834 წლების გამოკლებით, რომელ პერიოდშიც ის ტახტიდან ჩამოაგდეს. აკვიტანიის მმართველობის დროს მას დავალებული ჰქონდა იმპერიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის დაცვა. მან დაიპყრო [[ბარსელონა]] მუსლიმებისგან [[801]] წელს და განამტკიცა ფრანკთა მმართველობა პამპლონაზე და ბასკებზე [[პირენეები|პირენეის მთების]] გადაღმა 812 წელს. იმპერატორობისას მან თავისი შვილები ლოთარი, პეპინი და ლუი ჩართო მმართველობით პროცესებში და სურდა სათანადოდ დაეყო სამფლობელო მათ შორის. მისი მმართველობის პირველი ათწლეული გამოირჩეოდა რამდენიმე ტრაგიკული და სამარცხვინო მოვლენით, რომელთა შორის ყველაზე მეტად გამოირჩეოდა მის მიერ ძმისშვილის ბერნარდ იტალიელის სასტიკი დასჯა, როდესაც იმპერატორმა ამ უკანასკნელის შეთქმულება შეიტყო.