'''ბიზანტიის იმპერია''' ანუ '''აღმოსავლეთ რომის იმპერია''', შუა საუკუნეებში [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] აღმოსავლეთით წარმოიშვა. დედაქალაქი იყო [[კონსტანტინოპოლი]]. ქვეყანას მართვადა იმპერატორი, იმპერატორის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. რომის იმპერიის და ბიზანტიის პირველი გაყოფის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ მოვლენის დასაწყის ეტაპად მიიჩნევენ [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე I]] მიერ აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დაარსებას, ახალ დედაქალაქს მეორენაირად "[[ახალი რომი|ახალ რომს]]" უწოდებდნენ.
თავისი არსებობის მანძიულზე ბიზანტია ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სახელმწიფოდ ითვლებოდა [[ევროპა]]ში. ბიზანტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავდა, ეს ძირითადად გამოწვეული იყო [[როამულრომაულ სპარსული ომები|რომაულ-სპარსული]] და [[ბიზანტია არაბეთის ომები|ბიზანტია-არაბეთის]] ომებით. სპარსეთის და არაბეთის დასუსტების შემდეგ ბიზანტია აღმასვლას იწყება. [[მაკედონელთა დინასტია|მაკედონელთა დენასტიის]] მმართველობის პერიოდში ბიზანტია დომინანტი ხდება მთელს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით მცირე აზიაში დაიწყო [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჯუკთა]] შემოსევები. [[1071]] წელს [[მანასკერტის ბრძოლა]]ში ბიზანტია დამარცხდა, ზავის შედეგად იმპერიამ მნიშვნელოავნი ტერიტორიები დათმო. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა [[კომნენოსთა დინასტია]], კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანეობის შენარჩუნება, იმპერატორ [[ანდრონიკე I]] კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტვაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. [[1204]] წელს ბიზანტიამ უდიდესი დარტყმა მიიღო, ამ წელს განხორციელდა [[მეოთხე ჯვაროსუნულიჯვაროსნული ლაშქრობა]], ჯვაროსნებმა [[იერუსალიმი]]ს ნაცვლად კონსტანტინოპოლი აიღეს. იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული სახელმწიფოები. [[1261]] წელს ბიზანტია კვლავ გაერთიანდა, ქვეყანას სათავეში [[პალეოლოგოსები|პალეოლოგოსთა დინასტია]] ჩაუდგა. ბიზანტაიში ხშირი იყო სამოქალაქო ომები, ქვეყანა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობას დამპყრობლებს ვეღარ უწევდა. [[1453]] წლის 29 მაისს [[ოსმალეთის იმპერია]]მ კონსტანტინოპოლის აღება შეძლო.