დარიშხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დარიშხანი გამოიყენება ტყვიის შენადნობების [[ლეგირება|ლეგირებისათვის]], რომელიც [[საფანტი]]ს დასამზადებლად გამოიყენება, რადგანაც საფანტი ჩამოხმისა კოშკური ხერხით, დარიშხანის შენადნობს ტყვიასთან აქვს მკაცრად სფერული ფორმა, და ამას გარდა, ტყვიის სიმტკიცე და სიმაგრე იზრდება.
 
განსაკუთრებული სიწმინდის დარიშხანი (99,9999 %) გამოიყენება მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნახევარგამტარი მასალების სინთეზისათვის — არსენიდები და რთული ალმასისმაგვარი ნახევარგამტარებიаნახევარგამტარები.
 
დარიშხანის სულფიდური ნაერთები - აურიპიგმენტი და რეალგარი - გამოიყენებიან ფერწერაში როგორც საღებავი და ტყავის გადამამუშავების დარგში როგორც ტყავიდან თმების მოცილების საშუალება.
 
[[პიროტექნიკა]]ში რეალგარი გამოიყენება «ბერძნული», ან «ინდური» ცეცხლის მისაღებად, ცეცხლისა, რომელიც ჩნდება რეალგარის გოგირდის და ნიტრიტების ნარევის წვისას (კაშკაშა-თეთრი ალი).
 
ბევრი დარიშხანის ნაერთი, ძალიან მცირე დოზებით გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება სისხლის სიმცირესთან საბრძოლველად მძიმე დაავადებების დროს, რადგანაც ის ახდენს მნიშვნელოვან კლინიკურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის მთელ რიგ ფუნქციებზე, კერძოდ კი, სისხლის წარმოქმნაზე. დარიშხანის არაორგანული ნაერთებიდან, დარიშხანიანი ანჰიდრიდი გამოიყენება მედიცინაში აბების დასამზადებლად და ასევე გამოიყენება სტომატოლოგიაში პასტის მაგვარი ფორმით როგორც მანეკროტიზირებელი საშუალება. ამ პრეპარატს უწოდებენ «დარიშხანს» და გამოიყენებენ სტომატოლოგიაში ნერვის ამოღების დროს (იხ. [[პულპიტი]]). თანამედროვე პრაქტიკაში დარიშხანის პრეპარატები ნერვის ამოღებისას გამოიყენება ძალიან იშვიათად თავისი ტოქსიკურობის გამო, ეხლა შემუშავებულია სხვა მეთოდები ნერვის უმტკივნეულო ამოღებისა ადგილობრივი ანასტეზიის გამოყენებით.
 
== ბიოლოგიური როლი და ფიზიოლოგიური მოქმედება ==
[[სურათი:Skull and crossbones.svg|left|80px]]
დარიშხანი და ყველა მისი ნაერთი წამოადგენენ [[საწამლავი|'''საწამლავებს''']]. დარიშხანით მოწამლვისას, შეიმჩნევა [[ღებინება]], ტკივილები მუცლის არეში, [[დიარეა|კუჭის აშლილობა]], [[ცენტრალური ნერვიული სისტემა|ცენტრ. ნერვიული სისტემის]] მოქმედების დაკნინება. დარიშხანით მოწამლვის სიმპტომები ძალიან წააგავს [[ქოლერა|ქოლერის]] სიმპტომებს, რაც იძლეოდა საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში შეენიღბათ დარიშხანის (ყველაზე ხშირად, დარიშხანის ტრიოქსიდი) გამოყენება როგორც მომაკვდინებელი საწამლავი საშუალებისა. საფრანგეთში დარიშხანის ტრიოქსიდის ფხვნილმა თავისი მაღალი «ეფექტურობის» გამო მიიღო სახელწოდება «მემკვიდრეობის ფხვნილი» ({{lang-fr|poudre de succession}}). არსებობს ვარაუდი, რომ დარიშხანის ნაერთით იქნა მოწამლული [[ნაპოლეონ I ბონაპარტი|ნაპოლეონი]] წმინდა ელენეს კუნძულზე. [[1832]] წელს გაჩნდა საიმედო ხარისხოვანი რეაქცია დარიშხანზე — [[მარშის ტესტი]], რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა მოწამლვის დიოგნოსტიკის ეფექტიანობა.
 
ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგში და წყალში არის დარიშხანის სიჭარბე, ადამიანებში ის გროვდება [[ფარისებრი ჯირკვალი|ფარისებრ ჯირკვალში]] და იწვევს [[ენდემური ჩიყვი|ენდემურ ჩიყვს]].
 
დახმარება და საწამლავ საწინააღმდგო საშუალება დარიშხანით მოწამლვის დროს: [[ნატრიუმის ტიოსულფატი]]ს Na<sub>2</sub>S<sub>2</sub>O<sub>3</sub> წყალხსნარების მიღება, კუჭის გამორეცხვა, რძისა და ხაჭოს მიღება; სპეციფიკური საწამლავ საწინააღმდეგო საშუალება — [[უნიტიოლი]]. დარიშხანის [[ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია]] ჰაერში არის 0,5 მგრ/მ³.
 
დარიშხანთან მუშაობენ ჰერმეტულ ბოქსებში, დამცავი სპეცტანსაცმის გამოყენებით. მაღალი ტოქსიკურობის გამო დარიშხანის ნაერთები გამოიყენებოდა გერმანიის მიერ [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] როგორც საწამლავი ნივთიერება .
 
დასავლეთის ქვეყნებში დარიშხანი უმეტესწილად ცნობილი იყო როგორც ძლიერი საწამლავი, ხოლო ამავ დროს ჩინეთში ტრადიციულ მედიცინაში ის თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება სიფილისისა და პსორიაზის წინააღმდეგ. ეხლა კი მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ დარიშხანი დადებით ეფექტს იძლევა ლეიკემიის მკურნალობისას. ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დარიშხანი ებრძვის ცილებს რომლებიც კიბოს უჯრედების ზრდაზე არიან პასუხისმგებელი.
 
დარიშხანი მცირე დოზებით [[კანცეროგენი]]ა, მას გამოიყენებდნენ როგორც წამალს, «სისხლის გასაუმჯობესებლად» (ეგრეთ წოდებული «თეთრი დარიშხანი», მაგალითად «ბლო დარიშხანის აბები», და სხვა.), და შეიტანა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი [[ავთვისებიანი სიმსივნე]]ებთან, ონკოლოგიურ დააავადებებთან ბრძოლაში.
 
ინდოეთში ცნობილი გახდა ტექნოგენური [[ეკოლოგიური კატასტროფა|ეკოლოგიური კატასტროფის]] შესახებ - წყალშემცველი შრეებიდან წყლის გადაჭარბებული რაოდენობის აღების გამო დარიშხანი ხვდებოდა სასმელ წყალში. რამაც გამოიწვია ათიათასობით ადამიანის ტოქსიკური და ონკოლოგიური დაავადება.
 
ითვლებოდა, რომ «დარიშხანის მიკროდოზები, რომლებიც შეყავდათ მზარდ ორგანიზმში, ხელს უწყობდა ადამიანის და ცხოველის ძვლების ზრდას როგორც სიმაღლეში ისე სიფართეში, ცალკეულ შემთხვევაში ძვლების ზრდა შეიძლება გამოწვეულ იქნას დარიშხანის მიკროდოზებით, სიმაღლის ზრდის ბოლო პერიოდში»<ref>Фармакология проф. [[Николаев]]а. 1943 г. 1-е издание</ref>.
 
ასევე ითვლებოდა, რომ «დარიშხანის მცირე დოზით დიდი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში ორგანიზმი იმუშავებდა იმუნიტეტს: ეს ფაქტი დადგენილია როგორც ადამიანების ისე ცხოველების მიმართაც. ცნობილია შემთხვევები, როდესაც დარიშხანის მომხმარებლბი ღებულობდნენ ისეთ დოზებს, რომლებიც რამდენჯერმე აღემატებოდა სასიკვდილო დოზას, და რჩებოდნენ ჯანმრთელები. ცხოველებზე ცდებმა აჩვენეს, ამ ჩვევის თავისებურებები. ნათელი გახდა, რომ ცხოველები, რომლებიც მიეჩვივნენ დარიშხანის მიღებას, სწრაფად იღუპებოდნენ, თუკი დარიშხანის მნიშვნელოვნად ნაკლები დოზა შეყავდათ სისხლში ან კანის ქვეშ.» თუმცა ასეთი «შეჩვევა» ატარებს ძალიან შეზღუდულ ხასიათს, ე.წ. «მწვავე ტოქსიკურიბის» მიმართ, და ვერ იცავს ახალწარმონაქმნებისაგან. მიუხედავათ ამისა, ეხლაც იკვლევენ დარიშხანის მიკროდოზების ზემოქმედებას კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში.