სიმეონ I (ბულგარეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სიმეონ I დიდი''' ([[ბულგარული ენა|ბულგ]]: Симеон I Велики) მართავდა [[ბულგარეთის პირველი იმპერია|ბულგარეთის იმპერიას]] 893-927 წლებში. ბიზანტიელების, უნგრელების და სერბების წინააღმდეგ სიმეონის წარმატებული კამპანიების გამო, ბულგარეთმა მიაღწია უდიდეს ტერიტორიულ ექსპანზიას თავის ისტორიაში და იქცა უძლიერეს სახელმწიფოდ თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მმართველობა აგრეთვე იყო პერიოდი უბადლო კულტურული და საგანმანათლებლო აღორძინებისა, რომელიც მოგვიანებით ბულგარული კულტურის ოქროს ხანად შერაცხეს. სიმეონ I-ის მმართველობის ჟამს ბულგარეთს ეკავა უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც გადაჭიმული იყო [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის]], [[ადრიატიკის ზღვა|ადრიატიკისა]] და [[შავი ზღვა|შავ ზღვებს]] შორის. გადმოცემის თანახმად, ახალი ბულგარული დედაქალაქი პრესლავი თავისი ბრწყინვალებით [[კონსტანტინოპოლი|კონსატანტინოპოლსკონსტანტინოპოლს]] უწევდა მეტოქეობას, ახლახან დამოუკიდებელი ბულგარული მართლმადიდებელი ეკლესია კი გახდა პირველი ახალი საპატრიარქო პენტარქიის გარდა და ბულგარულ ენაზე დაწერილი ქრისტიანული ტექსტების თარგმანები მთელ იმდროინდელ [[სლავები|სლავურ სამყაროში]] ვრცელდებოდა. სიმეონ I-მა თავისი მმართველობის შუა ხანებში მიიღო ტიტულად ''იმპერატორი''(ცარი), მანამდე კი ის იყენებდა წოდებას ''პრინცი''(კნიაზი).
 
[[File:Bulgaria Simeon I (893-927).svg|thumb|სიმეონ I-ის იმპერია (893-927)]]