ისააკის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: ru:Исаакиевский собор is a good article
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:St Isaacs SPb.jpg|thumb|300px|წმინდა ისააკის ტაძარი]]
[[ფაილი:Inside dome St. Isaac Cathedrale St. Petersburg 20021008.jpg|thumb|300px|ტაძრის თაღის მოხატულობა.]]
'''წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარი''' ([[რუს.]] Исаа́киевский собор) [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]], [[რუსეთი]], ამ ქალაქის უდიდესი ტაძარია და ასევე უდიდესი ქრისტიანული ეკლესია იყო რუსეთში მისი აგების პერიოდში (101.5 მ. სიმაღლით). ტაძარი აგებულია [[ნეოკლასიციზმი|ნეოკლასიკურ]] სტილში ბიზანტიური ჯვრის ეკლესიის ნიმუშზე და მიეძღვნა წმ. ისააკ დალმაციელს, [[პეტრე დიდი|პეტრე დიდის]] მფარველ წმინდანს.
 
ტაძრის მშენებლობა ბრძანა იმპერატორმა [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-მა ადრინდელი რინალდისეული სტრუქტურის ადგილას. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რამდენიმე პროექტი განიხილა, მათ შორის იყო ფრანგი ოგიუსტ დე მონფერანის (1786 - 1858) ნამუშევარიც, რომელიც ნაპოლეონის დიზაინერი შარლ პერსიეს ატელიეში იყო განსწავლული. მონფერანის პროექტი კომისიის ზოგიერთმა წევრმა დაიწუნა მისი ოთხი იდენტური კოლონადის მშრალი ცივი რიტმულობის გამო. თუმცა იმპერატორმა, რომელიც არქიტექტურის პომპეზურ იმპერიულ სტილს ამჯობინებდა, კომისიის გადაწყვეტილება მონფერანის სასარგებლოდ შეცვალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისააკის_ტაძარი“-დან