ატლანტიდა: განსხვავება გადახედვებს შორის

(r2.7.1) (ბოტის დამატება: lv:Atlantīda)
 
== მითის ისტორია ==
ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ [[სოკრატე]]სა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლეთმოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლის ველი ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს პაპამისისგან — კრიტიას-უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს [[ეგვიპტე]]ში. მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ [[მცირე აზია]]სა და [[ლიბია]]ს აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და [[ევროპა]]ს ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.
 
კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად, ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებისა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას. ათენი იმხანად (მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე) დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო; დასახლებული კეთისლინდისიერი ერით, რომელთაც (პლატონის აზრით) სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ. ყველაფერს მმართველები და მეომრები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედ-დარგობრივი მასისგან მოშორებით, აკროპოლზე ცხოვრობდნენ განცალკევებულ კომუნაში. თავმდაბალ და კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უპირისპირდება. ატლანტების ჯარის მეთაური, [[პლატონი]]ს მიხედვით, ღმერთი [[პოსეიდონი]] იყო, რომელსაც მოკვდავ გოგონა კლეიმოსთან ათი ღვთიური ვაჟი შესძენოდა, ისინი კი, უფროსი ატლანტის მეთაურობით, სამეფო ჯარებს ჩასდგომოდნენ სათავეში.
ანონიმური მომხმარებელი