ნიკიფორე II ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
მმართველობისას, ნიკიფორემ აწარმოა არაერთი საომარი კამპანია მტრების წინააღმდეგ. 964–966 წლებში მან 40,000 იანი ლაშქრით საბოლოოდ დაიპყრო კილიკია და კვლავ შეუტია მესოპოტამიასა და სირიას, ხოლო ამასობაში დიდებულმა, სახელად ნიკეტამ იმპერიას დაუბრუნა კვიპროსი. 968 წლისთვის მან დაასუსტა ციხესიმაგრეთა უმრავლესობა სირიაში და ანტიოქიისა და ალეპოს აღების შემდეგ, რომელიც მისმა ლეიტენანტებმა შეძლეს, მან ეს ტერიტორია შეუერთა იმპერიას, რაც დაადასტურა კიდევაც სამშვიდობო ხელშეკრულებით.
ნიკიფორე II ნაკლებად წარმატებული იყო დასავლეთით გაჩაღებულ ომებში. მას შემდეგ, რაც მან ფატიმიანთა სახალიფოს შეუწყვიტა ხარკი, სიცილიისკენ გაგზავნა ექსპედიცია ნიკეტას მეთაურობით 964-965 წლებში, თუმცა იძულებული გახდა, როგორც საზღვაო ისევე სახმელეთო ბრძოლებში დამარცხების შემდეგ, მოეხდინა კუნძულის მთლიანი ევაკუაცია. 967 წელს მან დადო ზავი ქაირავანის ფატიმიანებთან, რათა თავი დაეცვა საერთო მტრის, [[ოტო I (სრი)|ოტო I]] -გან, რომელმაც თავი დასავლეთის იმპერატორად გამოაცხადა და თავს დაესხა ბიზანტიის სამფლობელოს იტალიაში, მაგრამ საწყისი წარმატებების მიუხედავად მისი გენერლები დამარცხდნენ და უკან, სამხრეთისკენ დაიხიეს. დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც ნიკიფორეს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო, კარგად ჩანს ეპისკოპოს ლიუტპრანდ კრემონიელის ნაშრომში ''Relatio de legatione Constantinopolitana.''
==მკვლელობა==
რადგან ის მუდმივად იმპერიულ საქმეებში იყო ჩაფლული, მისმა ცოლმა თეოფანომ დრო იხელთა და საყვარლად მისი დისწული იოანე ციმისკე გაიჩინა. მათ შეიმუშავეს ნიკიფორეს მოკვლის გეგმა. ერთ ღამეს, შეთქმულები სასახლეში ქალებად გადაცმულები შეიპარნენ. ნიკიფორე გააფრთხილეს, რომ სასახლეში დაქირავებული მკვლელები იმყოფებოდნენ. მან ბრძანა რომ მთელი სასახლე გაეჩხრიკათ, თუმცა მცველებმა დედოფლის ოთახი შეუმოწმებლად დატოვეს და შეთქმულები ამგვარად გაექცნენ შეპყრობას. მოგვიანებით, როდესაც ნიკიფორეს იატაკზე ეძინა წმინდა ხატების წინ, ციმისკე და სხვები შეიპარნენ მის საძინებელში და შეშფოთდნენ, როცა საწოლი ცარიელი დახვდათ(ნიკიფორეს ხშირად ეძინა ხოლმე იატაკზე). ამ ხმაურით გაღვიძებული ნიკიფორე ზუსტად იმ დროს ადგა,როდესაც ერთ-ერთმა მკვლელმა ხმალი მოუქნია თავის მოსაკვეთად. ხმალი მას სახეში მოხვდა და ის წაათრიეს საწოლთან, სადაც იოანე ციმისკე იჯდა. ციმისკემ მას დაუყვირა: ''მითხარი, ყველაზე უგუნურო და ავგულო ტირანო, მე არ ვიყავი ვისი წყალობითაც მიაღწიე რომაული ძალის სიმაღლეს? ამიტომაც არ დამიფასე ასეთი კარგი სამსახური? როგორ შეძელი? როგორ, სიბოროტით და სიგიჟით დაბრმავებულმა, არც კი შეყოყმანდი რომ მე, შენი დამხმარე, არმიის მეთაურობას ჩამომაცილე?....''