ნიკიფორე II ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
==ტახტზე ასვლა==
 
963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა. თეოფანოს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ამბიციური და ჭკვიანი ქალის სახელი დაგდებული, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისასწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობელობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანა-იმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილ II]] და კონსტანტინე VIII. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა. დროებით თეოფანო დაინიშნა მმართველად, თუმცა საიმპერატორო კარის დიდებული იოსებ ბრინგასი, რომელიც თავის დროზე რომანოზ II-ს მრჩეველი იყო, ცდილობდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და უნდოდა ხელისუფლებას თავად დაუფლებოდა. მან ასევე სცადა ნიკიფორეს ძალაუფლების შესუსტება. გამარჯვებული გენერალი ნიკიფორე ითვლებოდა არმიის რეალურ მეთაურად და ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს არისტოკრატიასთან. იოსები შიშობდა,რომ ნიკიფორე როგორც არმიის, ასევე არისტოკრატიის მხარდაჭერას მოიპოვებდა. იოსების ინტრიგებმა შემდეგ თვეებში მას თეოფანოც და ნიკიფორეც აუმხედრა. იოსებისგან მალულად, ნიკიფორეს დისწულმა იოანე ციმისკემ მას უბიძგა ტახტის დაკავებისკენ და მოლაპარაკებები დაიწყო თეოფანესთან. თეოფანესა და პატრიარქის დახმარებით ნიკიფორემ მიიღო აღმოსავლეთის არმიის მხედართმთავრობა და მათ მიერ იმპერატორად შერაცხულმა კონსტანტინეპოლს მიაშურა, სადაც მის მომხრე პარტიზანებს უკვე დაემხოთ მისი მტრის, ბრინგასის მმართველობა. არმიის რიგებში მისი უაღრესი პოპულარობის გამო, ის იმპერატორად აკურთხეს რომანოზის მცირეწლოვანი ვაჟების გვერდით, 963 წლის 16 აგვისტოს და პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად მათ დედაზე, თეოფანოზე დაქორწინდა.