ნიკიფორე II ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
==ადრეული სიცოცხლე==
ნიკიფორე დაახლოებით დაიბადა [[912|912 წელს]] და ეკუთვნოდა გამორჩეულ ფოკების ოჯახს [[კაპადოკია| კაპადოკიიიდან]]. ნიკიფორე ადრინდელი ასაკიდან შეუერთდა ბიზანტიის არმიას. [[945|945 წელს]] ის დაინიშნა ანატოლიკონის თემის მმართველად, იმპერატორ კონსტანტინე VII- ს იმპერატორობის ჟამს. როცა მამამისი, ბარდა ფოკა [[953|953 წელს]] ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, ნიკიფორე დააწინაურეს აღმოსავლეთის ფრონტის უმაღლეს მხედართმთავრად. [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანთა სახალიფოსთან]] [[954|954 წელს]] ის მძიმედ დამარცხდა, რომელიც მან გამოასწორა მომდევნო წლებში,კერძოდ კი [[957|957 წელს]] [[სირია]]ში,გამარჯვებით. როდესაც 959 წელს რომანოზ II იმპერატორი გახდა, ნიკიფორეს და მისი ძმა ლეოს დაეკისრათ შესაბამისად, აღმოსავლეთის და დასავლეთის საველე არმიების თაოსნობა. 960 წელს 27,000 მენიჩბე და მეზღვაური დაჯგუფებულ იქნა 308 გემიან ფლოტზე, რომელსაც 50,000- იანი ლაშქარი გადაჰყავდა. გავლენიანი პირის რჩევით, იმპერატორმა რომანოზ II-მ ნიკიფორეს ანდო სამხედრო ექსპედიციის თაოსნობა, რომელიც კრეტის საამიროს წინააღმდეგ მზადდებოდა. ნიკიფორემ 9 თვიანი ალყის შემდეგ აიღო სარკინოზების მიერ დაპყრობილი ქალაქი ჩანდაქსი(ჰერაკლიონი) და 961 წელს მთელი კუნძული წაართვა მუსლიმებს. მიუხედავად ამ ბრწყინვალე გამარჯვებისა მას უარი უთხრეს ბიზანტიელთათვის ჩვეული ტრიუმფის დიდებაზე და მხოლოდ ჰიპოდრომზე ოვაციებით გამხნევების უფლება მისცეს. 962-962 წლის კამპანიებში გონებამახვილური სტრატეგიის შედეგად მან დაიპყრო კილიკიის ქალაქები და სირიაშიც შეიჭრა სადაც აიღო და დაიმორჩილა ქალაქი ალეპო თავის დისწულთან იოანე ციმისკესთან შეთანხმებით თუმცა მან აქ ფეხი ვერ მოიკიდა და ხანგრძლვი დაპყრობები ვერ შეძლო. მიუხედევად ამისა მისი მხედართმთავრული ნიჭის წყალობით, რომელიც მან ამ კამპანიების დროს გამოიჩინა მას შეარქვეს ''სარკინოზთა ფერმრკრთალი სიკვდილი''. ალეპოს აღების შემდეგ ბიზანტიის არმია დაეუფლა 390,000 ვერცხლის დინარს, 2,000 აქლემს, და 1,400 ჯორს. მან, საკმაოდ ადრეულად, ცოლად შეირთო სტეფანო, თუმცა ის გარდაიცვალა მანამდე სანამ ნიკიფორე სახელს მოიხვეჭდა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ნიკიფორემ ფიცი დადო, რომ სხვას აღარავის შეირთავდა, რამაც ბოლოს მას პრობლემები შეუქმნა.
 
==ტახტზე ასვლა==
963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა.
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკიფორე_II_ფოკა“-დან