ფულხენსიო ბატისტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 69:
'''ფულხენსიო ბატისტა ი სალდივარი''' ({{lang-es|Fulgencio Batista y Zaldívar}}; დ. [[16 იანვარი]], [[1901]], [[ბანესი]], [[კუბა]] – გ. [[6 აგვისტო]], [[1973]], [[გუადალმინა]], [[ესპანეთი]]) — [[კუბა|კუბის]] მმართველი. კუბის ლეგიტიმური [[კუბის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] [[1940]]-[[1944]] წლებში და დიქტატორი [[1952]]-[[1959]] წწ. მეორედ ხელისუფლებაში მოვიდა [[სახელმწიფო გადატრიალება|სახელმწიფო გადატრიალების]] გზით. დაამხეს [[კუბის რევოლუცია|კუბის რევოლუციის]] შედეგად [[1959]] წლის 1 იანვარს.
 
დაიბადა [[1901]] წლის 16 იანვარს [[ოლგინის პროვინცია|ოლგინის პროვინციის]] ქალაქ [[ბანესი (კუბა)|ბანესში]]. მამა - ბელისარიო ბატისტა პალერმო, დედა - კარმელა სალდივარ გონსალესი მონაწილეობდნენ კუბის [[ესპანეთი]]საგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. დაბადებისას დედამისმა უწოდა რუბენი და მისცა თავისი გვარი სალდივარი, მაგრამ მამამისს არ სურდა ამ სახელით დაერეგისტრირებინა თავისი შვილი. 1939 წლამდე ქალაქ ბანესის ყველა მონაცემში ბატისტა მოხსენიებულია, როგორც რუბენ სალდივარი, მაგრამ [[1939]] წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წააყენა ფულხენსიო ბატისტას სახელითა და გვარით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი პირი იურიდიულად არ არსებობდა, ამისათვის სასამართლოს გადაუხადა 15 000 კუბური პესო, რათა იურიდიულად დარეგისტრირებულიყო ფულხენსიო ბატისტას სახელწოდებით.<ref>[http://www.cubanet.org/CNews/y06/mar06/13a7.htm His given name was Rubén Zaldivar]</ref>
 
[[1933]] წელს სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო გადატრიალებას. გახდა ქვეყნის [[დე-ფაქტო]] მმართველი 1940 წელს კი ქვეყნის მეთაურის თანამდებობა [[დე-იურე]]დაც დაიკავა. [[1944]] წელს დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში [[რამონ გრაუ]]სთან და თანამდებობას დაემშვიდობა 8 წლით.