გიორგი II (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი II''', [[აფხაზეთი | აფხაზთა]] (დასავლეთ საქართველოს) მეფე [[922]]-[[957]], [[კონსტანტინე III | კონსტანტინე III-ის]] ძე. მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა [[ქართლი | ქართლი]], რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი [[კონსტანტინე, კოსტანტი | კონსტანტინე]] დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე [[ლეონ III | ლეონი]] (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II [[კახეთი | კახეთში]] შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ [[კვირიკე II | კვირიკე II]] გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გიორგი II-ის ასული [[გურანდუხტი, (X ს. )| გურანდუხტი]] [[გურგენი | გურგენ მეფეთა მეფის]] მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს. გიორგი II-მ დააარსა [[ჭყონდიდის საეპისკოპოსო | ჭყონდიდის]] (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]