არმაზციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ბაგინეთი}}
 
'''არმაზციხე''', იგივე '''ბაგინეთი''' ძველი [[მცხეთა|მცხეთის]] შიდაციხე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. [[ლეონტი მროველი]] ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: - "ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა... და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი" (<ref>ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, წგნ., [[ქართლის ცხოვრება]], ტ. 1, 1955, გვ. 8)</ref>.
 
სახელწოდება "არმაზციხე" (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა. შ.) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას [[არმაზი (ღვთაება)|არმაზს]] უკავშირდება.
ხაზი 10:
არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.
 
არმაზციხის, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა თბილისის დედაქალაქად გახდომის შემდეგ, [[სტეფანოზ I]] (მთავრის) დროიდან "მცხეთას მოაკლდებოდა და თბილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა" (<ref>[[ჯუანშერი]], ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგნ.,: ქართლის ცხოვრება, ტ., I, 1955, გვ. 223).</ref> 736-738 წლებში არმაზციხე მოაოხრეს არაბებმა.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 20:
* [http://mtskheta.org.ge/?l=G&m=16 ფოტოგალერეა], მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.
* [http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge/mcxeta.html მცხეთის მუნიციპალიტეტი], მცხეთა-მთიანეთის მხარის სამთავრობო ვებ-საიტი;
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არმაზციხე“-დან