ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია''' (''The World Academy of Art & Science'' (''WAAS'')) არის საერთაშორისო არასამთავრობო სამეცნიერო და სახელოვნებო ორგანიზაცია, აკადემია, რომელიც მოიცავს თანამედროვე მეცნიერების ყველა ძირითად მიმართულებას (საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები) და ხელოვნების სხვა და სხვა სფეროს.
 
აკადემიის დაფუძნების იდეა გაჩნდა [[1955]] წელს და მისი ავტორები იყვნენ [[ალბერტ აინშტაინი]], რომელიც, სამწუხაროდ, იმავე წელს გარდაიცვალა, [[რობერტ ოპენჰეიმერი]], [[ბერტრან რასელი]] და თანამედროვეობის სხვა გამოჩენილი მოღვაწენი. იგი ოფიციალურად დაარსდა [[1960]] წლის [[24 დეკემბერი|24 დეკემბერს]]. 1960–1971 წლებში აკადემიის პირველი პრეზიდენტი იყო ბიოლოგიის პროფესორი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი, ლორდი [[ჯონ ბოიდ ორი]] ([[დიდი ბრიტანეთი]]).
 
დღეს აკადემია, რომლის ნამდვილი წევრობა შეესაბამება [[ეროვნული აკადემია|ეროვნული აკადემიების]] ნამდვილ წევრობას, შედგება 650–მდე680–მდე ნამდვილი (''Fellow'') და ასოცირებული (''Associated Fellow'') წევრისაგან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მეცნიერებისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში. მათ შორის არიან იუნესკო–ს ყოფილი გენერალური დირექტორი, პროფესორი [[ფედერიკო მაიორი]] ([[ესპანეთი]]), ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი [[პაულ კრუტცენი]] ([[გერმანია]]), გამოჩენილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, პროფესორი [[ფრენსის ფუკუიამა]] ([[აშშ]]), მწერალი და საზოგადო მოღვაწე [[ჩინგიზ აიტმატოვი]] ([[ლუქსემბურგი]]), [[ბულგარეთი|ბულგარეთის]] ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი [[ჟელიო ჟელევი]], ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი [[ფელიქს უნგერი]] ([[ავსტრია]]), [[უკრაინა|უკრაინის]] მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი [[ბორის პატონი]], მწერალი [[კაზუაკი ტანაჰაში]] ([[იაპონია]]), პროფესორი [[ალფრედ ფონ ლიხტენშტეინი]] ([[ავსტრია]]) და სხვანი. აკადემიის შტაბ–ბინა მდებარეობს [[სან ფრანცისკო|სან ფრანცისკოში]] ([[აშშ]]). მას აქვს ამერიკისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილებები. აკადემიის საქმიანობას წარმართავს 20 წევრისგან შემდგარი საბჭო.
ამჟამად მისი პრეზიდენტია პროფესორი [[პიტსბურგი|პიტსბურგისივო სლაუსი]] უნივერსიტეტის (აშშ)არჩეულია ანთროპოლოგიის2011 პროფესორი [[ჯეფრი შვარცი]]წელს). აკადემია პერიოდულად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებს და ხელოვანთა გამოფენებს, გამოსცემს თემატურ კრებულებს და ჟურნალს. [[2010]] წლის ოქტომბრიდან აკადემია [[რომის კლუბი|რომის კლუბთან]] ერთად გამოსცემს საერთაშორისო ჟურნალს "CADMUS".
 
[[საქართველო|საქართველოდან]] აკადემიის ნამდვილ წევრებად არჩეულნი არიან: [[თამაზ გამყრელიძე]] ([[2007]]), [[დავით ზუბიტაშვილი]] ([[2006]]), [[დავით ლორთქიფანიძე]] ([[2007]]), [[გიული ალასანია]] ([[2009]]), [[ლევან ურუშაძე]] ([[2004]]) და [[გიორგი ონიანი (მათემატიკოსი)|გიორგი ონიანი]] ([[2009]]).