მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Pyotr Nikolayevich Gruzinsky - The mountaineers leave the aul.jpg|thumbმინი|300px300პქ|„მთიელები სოფელს ტოვებენ“, [[პეტრე გრუზინსკი]].]]
'''მუჰაჯირობა''', [[კავკასია|კავკასიის]] მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება [[ოსმალეთის იმპერია]]ში XIX საუკუნეში. მუჰაჯირობა დაიწყო ოსმალეთის ბატონობის დამყარებიდან კავკასიაში და დროგამოშვებით [[პმო|I მსოფლიო ომამდე]] გაგრძელდა. დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან, საგლეხო რეფორმების დაწყებასთან და [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის 1877—1878 ომთან]]. მუჰაჯირობამ მოიცვა [[აბაზები]], აბაძეხები, ბჟედუღები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ჩერქეზები, [[უბიხები]], [[ჩაჩნები]], [[ყარაჩაელები]], [[ყაბარდოელები]], [[ოსები]], [[აფხაზები]] და დამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი [[ქართველები]]. ოსმალეთი ცდილობდა [[მუჰაჯირები]]ს დასახლებას იმპერიის დაუსახლებელ ადგილებში, აგრეთვე რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე. რუსეთს სურდა მთიელთა ოსმალეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, განთავისუფლებული მიწები გამოეყენებინა ფართო კოლონიზაციისათვის, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სამხრედრო-სტრატეგიული მდგომარეობით.
 
ხაზი 6:
ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა გადასახლება [[თურქეთი|თურქეთში]] დაიწყო 1858-1859 წლებში. კულმინაციას მიაღწია 1863-1864 წლებში. ყველაზე ინტენსიური იყო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, საიდანაც ადიღეურ-ჩერქეზული ტომები მასობრივად გადასახლდნენ თურქეთში. ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან გადასახლებულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო. დაღესტან-ჩაჩნეთისათვის თურქეთი შორს იყო; ოსები, ყაბარდოელები და ბალყარები კი რუსეთის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის ახალფეხადგმული ინტელიგენციის აგიტაციის შედეგად მრავალი ოსი მუსლიმანი სამშობლოში დარჩა. ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირთა საერთო რაოდენობა 700-750 ათას აღწევდა. მათი ნაწილი თურქეთის მთავრობამ [[ბულგარეთი|ბულგარეთში]] დაასახლა, ნაწილი — [[სირია]]ში და სხვა არაბულ ქვეყნებში. მუჰაჯირობა XIX საუკუნის უკანასკნელ მესამედში და XX საუკუნის დასაწყისშიც გრძელდებოდა.
 
== საქართველო ==
 
[[საქართველო]]ში მუჰაჯირობამ ფართო მასშტაბი მიიღო 1877—1878 წლების ომის შემდეგ. [[1878]] წელს [[ბერლინის კონგრესი]]ს გადაწყვეტილებით საქართველოს შეუერთდა ისტორიული ქართული პროვინციები. ამ ტერიტორიების მოსახლეობას უფლება ეძლეოდა 3 წლის განმავლობაში თავისი ქონება თურქეთში გადასახლებულიყო. მუჰაჯირობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა, ბევრი გადასახლდა ქვემო გურიიდან, გონიოს უბნიდან, ქვემო აჭარიდან. სულ წავიდა 150 ათას სულზე მეტი. ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა დაიწყო ბრძოლა მუჰაჯირობის შესაწყვეტად. გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად დიდი მუშაობა ჩაატარეს გ. წერეთლმა, ს. მესხმა, გ. გურიელნა და სხვებმა. ქართულმა პრესამ ფართო კამპანია გააჩაღა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. ამის შედეგად გადასახლების პროცესი შენელდა და მუჰაჯირთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი მუჰაჯირები დასახლდნენ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე ([[ჭანეთი]]ს ტერიტორიაზე), დასავლეთ თურქეთში, [[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი — [[სტამბოლი|სტამბოლში]] და სხვა ქალაქებში. მათმა ნაწილმა დღემდე შემოინახა მშობლიური ენა და ზოგიერთი ზნე-ჩვეულება.
 
Line 13 ⟶ 14:
მძიმე პირობებში ჩავარდნილი მუჰაჯირობა იძულებული იყვნენ დაქირავებულ მეომრებად შესულიყვნენ თურქეთის ჯარში.
 
=== აფხაზეთი ===
 
[[აფხაზეთი|აფხაზეთში]] მუჰაჯირობა დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში პროთურქული ორიენტაციის აფხაზი ფეოდალების პოლიტიკური მარცხისა და სახალხო აჯანყების მკაცრად ჩახშობის შედეგად. [[ყირიმის ომი]]ს (1853-1856) დროს თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი გადასახლება ოსმალეთში: 1867 წელს ფართო ხასიათის მუჰაჯირობა დაკავშირებული იყო სამთავროს გაუქმებასთან (1864) 1866 წელს დიდ სახალხო აჯანყებასთან. ყველაზე უფრო დიდი გადასახლება მოხდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს (დაახლოებით 50 ათასი). მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გავერანდა და გაუკაცრიელდა. გადასახლებულთა ძირითადი მასა დღესაც ცხოვრობს თურქეთში, ნაწილი — [[სირია]]ში, [[იორდანია]]სა და სხვა ქვეყნებში; მცირე ნაწილი — ჩრდილოეთ საბერძნეთში. მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათას აღწევს, არაბულ ქვეყნებში — დაახლოებით 15 ათასს. ისინი ცხოვრობენ უმთავრესად [[სოფელი|სოფლად]], შენარჩუნებული აქვთ საკუთარი ენა და ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
==ლიტერატურა==
 
* [[მუჰაჯირები]]
 
== ლიტერატურა ==
 
*''ახვლედიანი ხ.,'' სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათ., 1956;
*''ლომსაძე შ.,'' სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975;
Line 22 ⟶ 29:
*''Дзидзария Г. А.,'' Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия. 2 изд, Сух., 1982;
*''ძიძარია გ., თოგოშვილი გ., ჩხარტიშვილი ქ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 234-235, თბ., 1984
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მუჰაჯირები]]
 
[[კატეგორია:ოსმალეთის იმპერია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუჰაჯირობა“-დან