ნარინჯისფერი რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ნარინჯისფერი რევოლუცია''' ([[უკრ.]]: Помаранчева революція) იყო [[2004]]-[[2005]] წლების საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიტიკურ მოვლენათა სერია, რომელიც [[უკრაინა|უკრაინის]] მასშტაბით განხორციელდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მასიური კორუფციის, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და პირადაპირი საარჩევნო გაყალბების საპასუხოდ.
 
სახალხო პროტესტს დასაბამი მისცა ადგილობრივ და უცხოელ დამკვირვებლთა ცნობამ საყოველთაო სახალხო აზრთან ერთად იმის შესახებ, რომ [[2004]] წლის [[21 ნეომბერინოემბერი|21 ნოემბერს]] ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში წამყვან კანდიდატებს შორის ([[იუშენკო, ვიქტორ|ვიქტორ იუშენკო]] და [[იანუკოვიჩი, ვიქტორ|ვიქტორ იანუკოვიჩი]]) ხმების რაოდენობა გაყალბებულ იქნა იანუკივიჩის სასარგებლოდ. მეორე ტური ჩატარებულ იქნა უკრაინის საარჩევნო კანონის შესაბამისად, ვინაიდან 2004 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ პირველად არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა უმრავლესობის ხმა ვერ მიიღო (50%-ზე მეტი). მეორე ტურის გამარჯვებული უნდა გამხდარიყო უკრაინის მესამე პრეზიდენტი 1991 წელს [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] დაშლის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ.
 
[[ნარინჯისფერი]] არჩეულ იქნა მოწინააღმდეგეთა მოძრაობის ოფიციალურ ფერად, ვინაიდან ეს იყო არჩევნებში ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, ვიქტორ იუშენკოს, ფერი. უკრაინაში იუშენკოს მხარდამჭერთა მოძრაობის სოლიდარობის სიმბოლო იყო ნარინჯისფერი ლენტა ან დროშა მოწოდებით "Так! Ющенко!" ("დიახ! იუშენკო!"). მთავარი მოვლენები [[კიევი|კიევში]] განხორციელდა - რევოლუციის ცენტრი დედაქალაქში იყო ''[[მაიდან ნეზალეჟნოსტი|მაიდანი]]'' (დამოუკიდებლობის მოედანი), რომლის შემოგარენიც 24-საათიან კარვების ქალაქად გადაიქცა. თუმცა პარალელურად აქციები ტარდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მჯდომარე აქციებით, საპროტესტო გამოსვლებით, გაფიცვებით და ა.შ. რომელიც 21 ნოემბრის არჩევნებს მოჰყვა თან.