არალის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 30:
}}
[[ფაილი:Aral map.png|მინი|250პქ|ტბის 1960 წლის რუკა დღევანდელი საზღვრებით]]
'''არალის ზღვა''', ასევე '''არალის ტბა''' ({{lang-kk|Арал Теңізі}}; {{lang-uz|Orol dengizi}}; {{lang-ru|Аральскοе мοре}}) — მლაშე [[ტბა]] [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]], [[ყაზახეთი]]სა და [[უზბეკეთი]]ს საზღვარზე. ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამჟამად წყლით არ უკავშირდება. არალის ტბის დაშრობა გამოიწვია იმან, რომ ტბაში ჩამდინარე [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]] ორი უდიდესი მდინარე [[სირდარია]] და [[ამუდარი]] [[1960-იანები|1960-იანი]] წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში [[ბამბა|ბამბის]] მინდვრების სარწყავად და ტბამდე მდინარეების წყალი პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. [[1960-იანები|1960-იანი]] წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე [[ადამიანი]]ს მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს [[ეკოლოგიური კატასტროფა|ეკოლოგიურ კატასტროფად]] მიიჩნევა
წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული [[წყალი]] მიღებულზე 12-ჯერ მეტია. აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული მეთეზეობა. დამშრალ ტერიტორიაზე რჩება [[მარილი]]ს სქელი ფენები. დაშრობის შედეგად [[1989]] წელს ტბა ორად გაიყო: ჩრდილოეთის და სამხრეთის არალის ზღვებად. [[2003]] წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგეანდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს.
|