პიროვნება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''პიროვნება''' - უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებე...)
 
 
'''პიროვნება''' - უნიკალური [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიური]] თვისებების რთული ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის [[ქცევა|ქცევის]] თავისებურებებზე. [[ფაილი:Paul Klee WI (In Memoriam) 1938.jpg|thumb| - პიროვნების აბსტრაქტული ნახატი - [[პაულ კლეე]]]]
 
===ტერმინის მიმოხილვა===
ფსიქოლოგმა [[გორდონ ოლპორტი|გორდონ ოლპორტმა]] (Allport, 1937), არსებული ლიტერატურული მასალის ანალიზის საფუძველზე ცნება ,,პიროვნების“„პიროვნების“ ორმოცდაათამდე განმარტება გამოყო, რომელიც კატეგორიებში დააჯგუფა. ძირითადად გამოიყო ორი მიდგომა:
ძირითადად გამოიყო ორი მიდგომა:
* '''ბიოსოციალური''' - ამ კატეგორიაში გაერთიანებული [[თეორია|თეორიების]] მიხედვით პიროვნების [[მეცნიერება|მეცნიერული]] განმარტება დიდად არ განსხვავდება ამ ცნების ყოველდღიური, არამეცნიერული გაგებისგან. ისინი პიროვნებას განიხილავენ, როგორც ''სოციალურ სასტიმულო ღირებულებას'' და სწორედ გარშემომყოფთა რეაქცია განსაზღვრავს ინდივიდის პიროვნებას. ოლპორტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ პიროვნება შედგება მხოლოდ სხვათა რეაქციებისგან და უპირატესობას ბიოფიზიკურ მიდგომას ანიჭებს.
* '''ბიოფიზიკური''' - ამ კატეგორიაში გაერთიანებული თეორიების თანახმად, პიროვნება სუბიექტის მახასიათებებისა და ნიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და არა სოციალურ რეაქციებს. ბიოფიზიკური თეორიების მიხედვით, პიროვნება შეიძლბა დავაკავშიროთ ინდივიდისათვის დამახასიათებელ თვისებებთან, რომლებიც ექვემდებარება ობიექტურ აღწერასა და გაზომვას.
 
განსაზღვრებების მეორე მნიშვნელოვანი ტიპი (რომელსაც ''განსაზღვრება-ომნიბუსსაც'' უწოდებენ) ტერმინ „პიროვნებას“ იყენებს იმ ყველაფრის აღსანიშნავად, რაც ინდივიდს ეხება და თეორეტიკოსი [[ინდივიდი]]ს აღწერისას ჩამოთვლის მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან გაგებებს, რომლებიც ქმნიან პიროვნებას.
 
საბოლოოდ, არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომლის თანახმად პიროვნება ინდივიდის ''არსს'' წარმოადგენს. ამ განსაზღვრებებში ხაზი ესმება იმას, რომ პიროვნება არის ის, რასაც [[ადამიანი]] სინამდვილეში წარმოადგენს, ანუ პიროვნება მოიცავს იმას, რაც ადამიანის ყველაზე ტიპიური და ღრმა მახასიათებელია.
 
==ლიტერატურა==
* C.S.Hall, G.Lindsey. Theories of Personality